მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ის და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის

news image

ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული გოგოებისთვის საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ერთობლივ პროექტს – AI სტიპენდია გოგოებისთვის ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში და დაეუფლონ ხელოვნური ინტელექტის და მასთან დაკავშირებული პროფესიების საფუძვლებს.

AI სტიპენდიის შესახებ უფრო ვრცლად ინტერვიუში საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი, ელენე გაბელაია გვესაუბრებიან.

როგორ არის ჩართული საქართველოს ბანკი AI სტიპენდიის პროგრამაში და რატომ არის მსგავსი პროექტების მხარდაჭერა თქვენთვის მნიშვნელოვანი?

საქართველოს ბანკისთვის ეს პროგრამა არის ჩვენი CSR სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მომავლის პროფესიების მხარდაჭერას ემსახურება. ჩვენ გვჯერა, რომ ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის კუთხით, ცოდნაზე წვდომა უნდა იყოს თანაბარი და არ უნდა იყოს შეზღუდული გენდერის ან სოციალური ბარიერებით.
AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის გვაძლევს შესაძლებლობას, რეალურად დავუჭიროთ მხარი იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ტექნოლოგიური კარიერის დაწყება, მაგრამ საჭირო რესურსებზე წვდომა არ აქვთ. პროგრამა მათ აძლევს არა მხოლოდ განათლებას, არამედ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ხელს უწყობს გოგოების ჩართულობის ზრდას ისეთ სფეროში, სადაც მათი წარმომადგენლობა ჯერ კიდევ დაბალია. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც ერთდროულად აძლიერებს როგორც ინდივიდებს, ისე ქვეყნის ციფრულ ეკონომიკას.

UN Women-თან და Mastercard-თან პარტნიორობა ამ პროცესს დამატებით ღირებულებას სძენს, რადგან აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ ხედვას.

UN Women-ის წარმომადგენელი, ელენე გაბელაია გვესაუბრა, თუ როგორია დღეს გოგოებისა და ქალების წილი ტექნოლოგიებში, რა გამოწვევებს აწყდებიან ისინი AI და ტექნოლოგიების სფეროში.

დღეს საქართველოში გოგოებისა და ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში კვლავაც გამოწვევად რჩება და ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს სტატისტიკაში. საქსტატის მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ICT პროფესიას ქალების მხოლოდ 20–22% ირჩევს, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ პროგრამებში ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალია (დაახლოებით 29%), საერთო სურათი მაინც უთანასწორობაზე მიუთითებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია გენდერული სტერეოტიპები, რომელთა გამოც ტექნოლოგიურ პროფესიებს კვლავაც „კაცების საქმედ“ მიიჩნევს. ამას ემატება ინფორმირებულობის ნაკლებობა — ბევრმა გოგომ უბრალოდ არ იცის ICT სფეროში არსებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით რეგიონებში შეიმჩნევა.

ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა — ბევრ გოგოს არ აქვს წვდომა საჭირო მოწყობილობებსა და ინტერნეტზე, განსაკუთრებით რეგიონებში, რაც საჭიროებს სისტემურ გადაწყვეტას. დამატებით სირთულეს ქმნის ენის ბარიერიც, რადგან ინგლისური, როგორც ტექნოლოგიური სფეროს მთავარი ენა, ხშირად წარმოადგენს გამოწვევას პროგრამირების სწავლების პროცესში. პრობლემად რჩება ასევე რეალური მაგალითებისა და მენტორობის ნაკლებობა, რის გამოც გოგოებს უჭირთ საკუთარი თავის წარმოდგენა ტექნოლოგიურ კარიერაში.

გამოწვევები აქვთ გოგოებსაც, რომლებიც ტექნოლოგიურ პროფესიებს ირჩევენ და კარიერას ამ მიმართულებით აგრძელებენ. სამწუხაროდ, მათ შემდეგაც არაერთი ბარიერი ხვდებათ. მაგალითად, გენდერულისახელფასო სხვაობა და ლიდერულ პოზიციებზედაწინაურების ნაკლები შანსისამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანსების გამოწვევები, რადგან საქართველოში აუნაზღაურებელი საოჯახო შრომის ტვირთი ძირითადად ქალებზე მოდის, რაც მათ ნაკლებ დროს და რესურსს უტოვებს პროფესიული განვითარებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და მაღალშემოსავლიან სფეროს, ხოლო ციფრულ ეპოქაში ICT უნარები აუცილებელია არა მხოლოდ დასაქმებისთვის, არამედ განათლების მიღებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისთვის. ამასთან, შრომის ბაზარზე უკვე არსებობს კვალიფიციური პროფესიონალების დეფიციტი, მაშინ როცა ქალების პოტენციალი ამ მიმართულებით ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოყენებული. სწორედ ამიტომ, ქალებისა და გოგოების წახალისება ტექნოლოგიებში არ არის მხოლოდ გენდერული თანასწორობის საკითხი — ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც აძლიერებს მთლიანად საზოგადოებას.

როგორ მოდის თანხვედრაში საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით შექმნილი AI სასტიპენდიო პროგრამა UN Women-ის მისიასთან, რომელიც საქართველოში ქალებისა და გოგოების გაძლიერებას ისახავს მიზნად?

საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით შექმნილი AI სასტიპენდიო პროგრამა პირდაპირ უწყობს ხელს გოგოების ეკონომიკურ გაძლიერებას, რადგან იგი ზრდის ქალებისა და გოგოების ჩართულობას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და მაღალშემოსავლიან სფეროში — ხელოვნურ ინტელექტში. ინიციატივის ფარგლებში მონაწილეებს ეძლევათ პრაქტიკული ცოდნა და ბაზარზე მოთხოვნადი უნარები, რაც ზრდის მათი დასაქმებისა და კარიერული განვითარების შანსებს.

დღეს ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ეკონომიკას, შრომის ბაზარს და ზოგადად გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, თუმცა ამავე დროს არსებობს სერიოზული რისკი, რომ იგი გააძლიერებს არსებულ გენდერულ უთანასწორობას, თუ ქალები ამ პროცესში სრულფასოვნად არ იქნებიან ჩართულნი. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ქალები და გოგოები არ არიან მხოლოდ ციფრული ტექნოლოგიების მომხმარებლები — აუცილებელია, მათი ხმა და წვლილი იყოს წარმოდგენილი ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ქალები არ იყვნენ მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეების პასიური მიმღებები, არამედ აქტიური ლიდერები და ამ ცვლილებების შემქმნელებიც. შედეგად ყალიბდება უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და ეფექტიანი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, რომელიც უკეთ ასახავს საზოგადოების მრავალფეროვან საჭიროებებს და სარგებელს მოუტანს ყველას. ვფიქრობ, ეს პროგრამა ძალიან კარგად პასუხობს სწორედ ამ გამოწვევებს.

UN women-ის საქართველოს ბანკთან და Mastercard-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ - რატომ არის მნიშვნელოვანი დიდი ორგანიზაციების ჩართულობა ქალების გაძლიერების მიმართულებით?

საქართველოს ბანკსა და Mastercard-თან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდ კომპანიებს აქვთ უნარი, წამოიწყონ უფრო მასშტაბური და სისტემური ინიციატივები ქალების გაძლიერების მიმართულებით.

მათ რესურსებსა და შესაძლებლობებს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს პროგრამების მასშტაბი და დაფარვა.. ამასთან, ასეთი ორგანიზაციები, თავიანთი ძლიერი ბრენდისა და გავლენის გამო, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცნობიერების ამაღლებასა და ამ თემის ფართო აუდიტორიამდე მიტანაში.

კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ქალებს ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე. შესაძლებელია, რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები სწორედ ამ დიდ ორგანიზაციებში დასაქმდნენ ან გაიარონ სტაჟირებისა და მენტორობის პროგრამები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ დიდი კომპანიების ჩართულობა ქმნის მაგალითს სხვა ბიზნესებისთვის, რაც ხშირად იწვევს კარგი გაგებით მიბაძვას და გენდერული თანასწორობის მიმართულებით მეტი ინიციატივის გაჩენას კერძო სექტორში. შედეგად, ყალიბდება ერთიანი ეკოსისტემა, სადაც ქალების გაძლიერება ხდება საერთო პრიორიტეტი და არა მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციების ინიციატივა. საბოლოოდ, ასეთი პარტნიორობები ქმნის ეკოსისტემას, სადაც ქალების გაძლიერება ხდება არა მხოლოდ სოციალური მიზანი, არამედ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მსხვილი პროექტები, 100%-იანი დატვირთვა და ექსპორტის ზრდა - Rolf Deckenkonstruktionen მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების გეგმებზე

13.05.2026.18:00

Rolf Deckenkonstruktionen უჯრედული ჭერების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-სთან საწარმოს მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ბეკარაშვილმა ისაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე ძირითადი სიახლეები?

მიმდინარე წელი მაღალი აქტივობით დაიწყო, დაგვიდასტურდა რამდენიმე მსხვილი პროექტის დაკვეთა უმსხვილესი დეველოპერული კომპანიებისაგან (მეტროპოლი, VR Holding და სხვა). დღეის მდგომარეობით, საწარმო 100%-ით არის დატვირთული. ასევე გავაფორმეთ 10-ზე მეტი საექსპორტო კონტრაქტი აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში. პარალელურად ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწარმოო ხაზების გადაირაღება და ოპტიმიზაცია წარმადობის ზრდისათვის, რომ ზაფხულის სეზონისთვის თავიდან ავიცილოთ ზეგანაკვეთური წარმოების ხარჯები.

17-19 აპრილს წარმოდგენილი ვიყავით Caucasus Buildi 2026-ის სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი გვქონდა ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი და მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ ROLF-ის ხარისხს რეალურ სივრცეში გაცნობოდნენ. გამოფენამ მოსალოდნელზე მეტად წარმატებულად ჩაიარა და შედეგად ახალი საექსპორტო ქვეყნებიც გამოიკვეთა, რომელთან დაკავშირებითაც სიახლეებს ივლისის თვიდან ველოდებით.

რა ცვლილებები შეიტანეთ პროდუქტებში/სერვისებში მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად?

2026 წელს პროდუქტებსა და სერვისებში რაიმე რადიკალური ცვლილებების შეტანა არ გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ უკვე 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და ჩვენი სისტემა სრულად ოპტიმიზირებულია მომხმარებელთა ინტერესებზე. ვინარჩუნებთ უმაღლეს პრემიალურ ხარისხისს, როგორც პროდუქციის ნაწილში ასევე ჩვენი სერვისების მიმართულებით, რასაც შესაბამისად აფასებს ჩვენი მომხმარებელი. გვახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ROLF ერთგვარ ხარისხის ნიშნად იქცა ქართულ ბაზარზე და დეველოპერებისათვის როლფის ჭერების გამოყენება პროექტებში უკვე დამატებითი პრესტიჟულობისა და საიმედოობის სიმბოლო გახდა.

რა გამოწვევებს აწყდება დღეს კომპანია ბაზარზე და როგორ პასუხობთ მათ?

ძირითად გამოწვევად ისევე როგორც წინა წლებში დაბალი ხარისხის პროდუქციასთან კონკურენცია რჩება. მეტალის ჭერის სისტემები კონსტრუქციულად იწყობა და საკმაოდ რთულია, მომხმარებლისთვის ხარისხის განსხვავების ახსნა საბოლოო შედეგებამდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა დამკვეთს ამ მიმართულებით ტექნიკური განათლება არ აქვს. ყოფილა შემთხვევები, როცა დაბალი ფასით მოხიბლული მომხმრებელი იძენს სხვა დაბალხარისხიან პროდუქციას, შედეგს მხოლოდ დასრულებულ ეტაპზე ხედავს და საბოლოოდ კვლავ ჩვენი სისტემებით ანაცვლებენ. წინა წლებში მსგავსი შემთხვევები უფრო მრავლად იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ცნობიერება უფრო გაზრდილია და შესაბამისად გაზრდილია ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნაც.

ინფორმაციისთვის, ROLF-ის საწარმო მდებარეობს თბილისში, აბელ ენუქიძის 11-ში. შედგება საწარმო სრულად აღჭურვილია თანამედროვე ევროპული საწარმოო მანქანა-დანადგარებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა