რას აძლევს საქართველოს CORTE-ს წევრობა - Kairos Logistics-ის თანადამფუძნებლის შეფასება
CORTE-ში გაწევრიანებით რეალურად შევუერთდებით იმ წესებს და ტექნოლოგიურ ჩარჩოს, რასაც ევროკავშირი იყენებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განუცხადა.
მისი განმარტებით, CORTE-ს წევრობა ქართული კომპანიების მიმართ სანდოობა კიდევ უფრო გაიზრდება.
„CORTE არის ევროპის წამყვანი პლატფორმა, რომელიც ძირითადად მუშაობს საგზაო უსაფრთხოებაზე, ციფრული დოკუმენტაციის მიმოცვლაზე და საზღვრის კონტროლის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე. თუ არ ვცდები შუა დერეფნიდან საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც მასში გაწევრიანდა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ თვალსაზრისით რეალურად შევუერთდებით იმ წესებს და ტექნოლოგიურ ჩარჩოს, რასაც ევროკავშირი იყენებს. მეორეს მხრივ, CORTE-ს წევრობა საინტერესოს ხდის თვითონ ევროპული კომპანიებისთვის, რომ სანდოობის მომენტი საქართველოს მიმართ გაიზრდება“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.
მიხეილ ნამადოვი ამბობს, რომ დღეისათვის ქართული კომპანიები ტექნოლოგიების მხრივ ევროპულ კომპანიებს ჩამორჩება და „CORTE სწორედ იმაზე მუშაობს - ელექტრონული CMR-ები აქვთ, ტაპოგრაფები აქვთ, ერთიანი საადმინისტრაციო პროცედურები აქვთ და, როცა ქვეყანა CORTE-ში გაწევრიანებულია და გადამზიდიც ამ წესებს იცავს, უფრო უმარტივდება გადაზიდვის პროცესის განხორციელება ევროკავშირის ტერიტორიაზე“.
„ჩვენთვის ბიზნესისთვის იზრდება სანდოობა, გვიმარტივდება ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა, რადგანაც ერთიან სტანდარტებში ვჯდებით. თუ ვიძახით, რომ CORTE-ს რეგლამენტს ვიცავ, ე.ი. მე ვარ ევროპული დონის სტანდარტის გადამზიდი კომპანია“, - აღნიშნა Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საქართველო საგზაო ტრანსპორტის რეგულირების უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციის CORTE-ს სრულფასოვანი წევრი გახდა.
მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, CORTE-ს წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, უფრო სანდოს და კონკურენტულს გახდის ჩვენს ქვეყანაზე გამავალ საერთაშორისო საგზაო დერეფანს.
თამარ იოსელიანის თქმით, ინტერმოდალური გადაზიდვების სექტორში მნიშვნელოვანი ადგილი საავტომობილო ტრანსპორტს უკავია, რომლითაც ტვირთების გადაზიდვის სექტორში საქართველოს მდგრადი დინამიკა აქვს.
CORTE - ში საქართველოსთან ერთად 31 ქვეყნის საგზაო ტრანსპორტის 35 მარეგულირებელი ორგანიზაცია, პროფილური ასოციაციები და კერძო კომპანიები არიან გაწევრიანებული. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობების განსაზღვრა, ტაქოგრაფი, ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა, მძღოლთა მობილობა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები, საგზაო უსაფრთხოება და სხვ.
სხვა სიახლეები
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას - ერიკ ტრამპი
16.09.2026.01:28
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ნამდვილად განსაკუთრულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას,- განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა ???????????????????? ???????????????????? ????????????????????????????-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.
მისი თქმით, საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მისი სურვილია, რომ ???????????????????? ???????????????????? ???????????????????????????? იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ.
„ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა განვსაზღვროთ ქალაქის ჰორიზონტი და გვინდა, რომ ახლებური იერი და სახე შეიძინოს ქალაქმა ამ საუკუნეში. მინდა, რომ მხარი დავუჭირო ამ პროექტს, დეველოპმენტზე მომუშავე მთელი გუნდი, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, ისინიც ასევე მზად არიან, რომ მთელი გული და სული ჩადონ ამ პროექტში, რომ ეს მართლაც გახდეს საუკეთესო შენობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არა მარტო თბილისში. ნამდვილად, საქართველო - ეს არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მინდა, რომ ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ. ნამდვილად ჩვენ ვიცით, რომ პრესტიჟული ბრენდები არიან წარმოდგენილები და მინდა, რომ ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რითაც ნამდვილად ვიამაყებთ.
უპირველეს ყოვლისა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილითვე ბევრი ინტერვიუ მივეცი არა მარტო ევროპის მასშტაბით, ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკაში, ვისაუბრე საქართველოზე, თბილისზე. ეს არის მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ცნობილი და ფართომასშტაბიანი უძრავი ქონების ბრენდი. როდესაც შემოვალთ თბილისში, უფრო შესამჩნევი გახდება თბილისი.
მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი და ტრამპ თაუერი ნიუ-იორკში ყველაზე წარმატებული შენობაა, რომელიც კი აშენებულა დედამიწის ზურგზე. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის გარდა თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო ბევრი წლის წინ და განახორციელა“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.