რას სთავაზობს Cottage Hamaki Pool & Spa მომხმარებელს და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები
Cottage Hamaki Pool & Spa არის დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცე, რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს თეონა ტეფნაძეს ესაუბრა.
„2024 წლის ოქტომბერში დავიწყეთ მშენებლობა ბაზალეთის ტბის მიმდებარედ. 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დავდგით სამი კოტეჯი და ასევე ერთი დამხმარე სივრცე. მოევაწყვეთ, როგორც დიდი, ისე პატარა აუზი.
სამი კოტეჯიდან შუა მდებარე კოტეჯში ფუნქციონირებს მინი-ბარი და სასადილო ზონა, რომელიც უზრუნველყოფს დამსვენებლების კვებას. ასევე მოწყობილია შუა ცეცხლის არენა, რომლის გარშემოც ჰამაკებია განთავსებული. აქ დამსვენებლები საღამოს საათებში სასიამოვნო დროს ატარებენ.
პროექტი განხორციელდა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მხარდაჭერით.
ეზოში ასევე მოწყობილია ბიო ბოსტანი, სადაც მოგვყავს სხვადასხვა სახის ბოსტნეული და სტუმრებს შეუძლიათ ადგილზე დააგემოვნონ.
კომპლექსის ოფიციალური გახსნა 18 ივლისს შედგა. ამ დროისთვის კოტეჯებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. გახსნის დღიდან სრული დატვირთვით ვმუშაობთ. აგვისტოს თვე და სექტემბრის პირველი ნახევარი თითქმის სრულად დაჯავშნილია. ჩვენი დაკვირვებით, ამ ეტაპზე უფრო მეტად ქართველ მომხმარებელთა მხრიდან შეინიშნება ინტერესი და მოთხოვნა “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანია სამომავლოდ სერვისების გამრავალფეროვნებას და კომპლექსის გაფართოებას გეგმავს.
„ჩვენი კოტეჯები ბაზალეთის ტბასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ამ ეტაპზე გვყავს ველოსიპედები, რომელთა საშუალებითაც დამსვენებლები თავისუფლად გადაადგილდებიან. უახლოეს მომავალში დავამატებთ კვადროციკლებსაც, რის შემდეგაც დავგეგმავთ ტურებს, როგორც ბაზალეთის ტბის ირგვლივ, ისე მიმდებარე ტყეში. ამ აქტივობებში ჩაერთვებიან ჩვენი სტუმრებიც.
სამომავლოდ, დაგეგმილი გვაქვს ასევე დიდი დარბაზის აშენება, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგების, კონფერენციების და უფრო მასშტაბური დახურული ღონისძიებების გამართვა.დღეის მდგომარეობით, შიდა სივრცეში მხოლოდ 12 ადამიანი თავსდება – აქ ფუნქციონირებს მინი ბარი. ასევე გვაქვს ორი მაგიდა ეზოში, თუმცა ამ მიმართულებით გაფართოებას ვგეგმავთ. არსებული მინი ბარის სივრცე გადაკეთდება საცხოვრებელ კოტეჯად, ხოლო მთლიანად ინფრასტრუქტურა გადაინაცვლებს ახალ შენობაში, რომლის აშენებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ “, - აღნიშნავს თეონა ტეფნაძე.
ცნობისთვის, კომპლექსი თბილისიდან 30 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. კომპანიაში ამჟამად სამი ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
07.08.2026.18:24
1-ლი სექტემბრიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ.
აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სრულად უფასო იქნება, ხოლო სტუდენტები მგზავრობის საფასურზე 50%-იან შეღავათს მიიღებენ.
შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი აქტიური სტატუსი და ფლობენ საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card. ბარათების მფლობელებისთვის შეღავათი პირველი სექტემბრიდან ავტომატურად გააქტიურდება.
ინფორმაციისთვის, ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში წელს ჩარიცხული სტუდენტები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას სტუდენტური სტატუსის გააქტიურებისთანავე შეძლებენ.
მომხმარებლებს, რომლებსაც საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card ჯერ არ აქვთ, მისი შეკვეთა, ონლაინ, მარტივად, რამდენიმე წამში მობილბანკიდან და sCoolApp-დან არის შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.