როგორ აფასებს 2025 წელს Tipsy Baby და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები
Tipsy Baby არის ქართული ღვინის ბრენდი შექმნილი იმისთვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას ცოტა მეტი ბრწყინვალება შემატოს. Tipsy Baby დაახლოებით ერთი წელია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ბრენდის თანადამფუძნებელი, ნინჩო ჯეირანაშვილი Business Insider Georgia -სთან 2025 წელზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„2025 წელი ბრენდის ისტორიის დასაწყისია. ჯერ მომხმარებლები ეცნობიან მას, ხოლო 2026-ში გვსურს, რომ Tipsy Baby ყველგან იყოს, ყველამ იცოდეს მის შესახებ და ყველას უყვარდეს.
ეს არ არის მხოლოდ ღვინო - ბრენდი აერთიანებს მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებს, ხელოვანებსა და შემოქმედებს “, - აცხადებს ნინჩო ჯეირანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქმიანობაში სრულად მეგობრები არიან ჩართულნი, იქნება ეს ფოტოების გადაღება თუ ნებისმიერი სხვა აქტივობა. სწორედ ამიტომ ყველაფერი მაქსიმალურად მეგობრული შინაარსითაა - Friends, Emotions...
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
12.10.2026.15:39
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დასრულდა და 150 000-ლარიანი საპრიზო ფონდის სამი მთავარი გამარჯვებული გამოვლინდა.
გათამაშების ფარგლებში პირველი ადგილის მფლობელმა 80 000 ლარი, მეორე ადგილზე გასულმა მომხმარებელმა – 50 000 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელმა – 20 000 ლარი მიიღო.
გარდა მთავარი ფულადი პრიზებისა, კამპანიის განმავლობაში მობილბანკის მომხმარებლებს სხვადასხვა დამატებითი საჩუქრის, მათ შორის ფულადი პრიზებისა და PLUS ქულების მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
“ჯერ კიდევ ემოციებით დატვირთული ვარ. ძალიან მინდოდა იტალიაში მოგზაურობა და თანხის რაღაც ნაწილს ოჯახთან ერთად მოგზაურობისათვის გამოვიყენებ. სკეპტიკურად ვუყურებდი ამგვარ გათამაშებებს, რადგან მიმაჩნდა, რომ შანსი მიზერული იყო, თუმცა ფაქტი ჯიუტია და თავად აღმოვჩნდი ყველაზე იღბლიანი”, - აღნიშნავს მობილბანკის გათამაშების გამარჯვებული, დავით კორძახია.
გათამაშებაში მონაწილეობა მობილბანკის მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო ოპერაციების შესრულებით შეეძლოთ. კამპანიის პერიოდში მომხმარებლები ბილეთებს მობილბანკში გადახდების, გადარიცხვებისა და სხვა ოპერაციების შესრულებით აგროვებდნენ.
საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობისთვის ეწვიეთ ბმულს.