როგორია მოთხოვნა და რა ასორტიმენტს სთავაზობს ბაზარს Rolf Deckenkonstruktionen
შეკიდული ჭერების მწარმოებელი კომპანია Rolf Deckenkonstruktionen ქართულ ბაზარზე 2020 წლის დეკემბრიდან ოპერირებს. წარმოების დაწყებას წინ უძღოდა მრავალწლიანი გამოცდილება გრილიატოს და ხაზოვანი (რეიკული) შეკიდული ჭერების საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იმპორტის, რეალიზაციისა და სრული სამონტაჟო-საგარანტიო სერვისის მიმართულებით.
დღეისათვის Rolf Deckenkonstruktionen Georgia ბაზარს 800-მდე სხვადასხვა ფერისა და ფორმის ჭერს აწვდის.
როგორც Business Insider Georgia-სთან Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და რეგიონალურმა მენეჯერმა, გიორგი ბეკარაშვილმა განაცხადა, წლების განმავლობაში კომპანიამ გააფართოვა წარმოებაც და ასორტიმენტიც. კომპანია უახლოეს პერიოდში ბაზარს სარკისებრ ჭერებსაც შესთავაზებს.
„ROLF დღეისათვის მომხმარებელს სთავაზობს მეტალის ჭერების 3 ჯგუფს: გრილიატო ტიპის უჯრედულ მეტალის ჭერებს, ხაზოვან ბაფლის ტიპის ჭერებს და ალუმინის პანელურანტიბაქტერიულ ჭერებს.
თითოეული ჯგუფი იშლება ათობით სხვადასხვა ქვეჯგუფად და შემდგომ – მოდელებად. ამათგან ყველაზე ტრენდულად მაინც გრილიატოს ტიპის ჭერები ითვლება, რადგან სხვებთან შედარებით უფრო ბიუჯეტური, ეფექტური და ფუნქციურია.
გრილიატოს შემთხვევაში 3 ქვეჯგუფი გვაქვს:
2025 წელს გრილიატოს ჭერების ყველა მოდელისთვის დავამატეთ 5 საბაზო ფერი და ახლა ჯამში მომხმარებელს 7 საბაზო ფერს ვთავაზობთ. ამასთან, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, მაისიდან შედარებით ბიუჯეტური „B“ კატეგორიის გრილიატო დავამატეთ, რომელიც 20-30%-ით ბიუჯეტურია ჩვენს პრემიალურ „A“ კატეგორიის გრილიატოსთან შედარებით. მიუხედავად ფასში საგრძნობი სხვაობისა, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი „B“ კატეგორიის გრილიატო ხარისხობრივად და ტექნიკურად მინიმუმ 5-ჯერ აღემატება ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ აზიიდან იმპორტირებულ თუ სხვა კუსტარულად დამზადებულ გრილიატოს ტიპის ჭერებს“, - აცხადებს გიორგი ბეკარაშვილი.

Rolf Deckenkonstruktionen Georgia დაარსების დღიდან გერმანული სტილით იმართება და ამიტომაც ყოველთვის გაწერილი აქვს მომდევნო 5 წლის განვითარების გეგმა. მიუხედავად გერმანული მართვის სტილისა, წარმოებას სწრაფი ტემპით ემატება ახალი ასორტიმენტის ჭერები.
2025 წელს Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს საწარმოს დაემატა ახალი სივრცე – „C სექტორი“, რომელიც ზომით 5-ჯერ აღემატება აქამდე არსებულ „A“ და „B“ სექტორებს. აღნიშნული საწარმოო სივრცე უკვე სრულად აღვჭურვეთ დამატებითი გრილიატოს საწარმოო ხაზებით, რამაც წარმადობის გაზრდა და ახალი მოდელების დამატება განაპირობა.
ROLF-ის აღმასრულებელი დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი აცხადებს, რომ სიახლეებია ROLF Baffle-ის ტიპის ჭერების მიმართულებითაც.
„ამჟამად მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ 7 ტიპის ხის ფაქტურის მეტალის ჭერებს, მათ შორის 3D ხის ფაქტურებსაცსხვადასხვა ტონალობაში, რომელიც შეუიარაღებელი თვალით და მათ შორის უკვე შეხებისასაც კი არაფრით განსხვავდება ბუნებრივი ხისგან, გარდა საექსპლუატაციო ვადისა, რომელიც 20 წელს აჭარბებს. ასევე, ROLF-ის Clip-In პანელურ ალუმინის, ანტიბაქტერიულ ჭერებშიცგვაქვს ახალი აკუსტიკური მოდელები და უახლოეს 2 თვეში მომხმარებელს შევთავაზებთ სარკისებრ ჭერებსაც. აქამდე არსებული ტიპის ანტიბაქტერიული ჭერები ძირითადად გამოიყენებოდა სამედიცინო დაწესებულებებში, ოფისებში და რესტორნების სამზარეულოებში (სავალდებულოა HACCP სტანდარტის შესაბამისად), მაგრამ ახალი სარკისებრი მოდელის გამოყენება უკვე შესაძლებელი იქნება თვითონ რესტორნებისა და სასტუმროების დეკორაციებშიც“, - ამბობს გიორგი ბეკარაშვილი.
Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს მიზანს გრძელვადიანი და მყარი გაყიდვების სისტემის შექმნა წარმოადგენდა, რაც კომპანიამ წარმატებით მოახერხა და დღეს მის მიერ წარმოებული ჭერები ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქტს, რაც უკვე მისი გამძლეობის უტყუარი გარანტიაა.
„ჩვენი კომპანია იყო პირველი, ვინც ქართულ ბაზარს აღნიშნული პროდუქტები გააცნო და შექმნა მოთხოვნა. საწყისი ეტაპიდანვე ჩვენი მიზანი იყო გრძელვადიანი და მყარი გაყიდვების სისტემის შექმნა, რის მისაღწევადაც აუცილებელი პირობაა მაღალი ხარისხის შექმნა და შენარჩუნება. ამ მიზანსა და გეგმას განუხრელად მივყვებით და დღეის მდგომარეობით, მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნა-მიწოდებისა, წარმატებით ვაკმაყოფილებთ ლოკალური ბაზრის 80%-ზე მეტს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით უკვე ყველა ქალაქში, უბანში, დაბაში, თუ თუნდაც ეკონომიკურად აქტიურ სოფელშიც კი, შეხვდებით ROLF-ის ჭერებს.
კონკურენციას რაც შეეხება, მოთხოვნის მატებასთან ერთად ბოლო პერიოდში მოიმატა დაბალი ხარისხის იმპორტიორთა რიცხვმაც, ასევე გაჩნდა 3-4 ადგილობრივი კუსტარული საწარმოც (რომელთა ნაწილიც უკვე დაიხურა), მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი კომპანიისთვის ბაზრის წილის პროცენტული მაჩვენებელი იგივე დარჩა“, - აცხადებს ROLF-ის აღმასრულებელი დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი.
გიორგი ბეკარაშვილი კომპანიის გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საბოლოო შედეგის მიღებამდე ძირითად გამოწვევად მომხმარებლისთვის ხარისხიანი და უხარისხო პროდუქციის არასწორი იდენტიფიცირება რჩება.
„მომხმარებელთა არაინფორმირებული ნაწილი იხიბლება შეთავაზებული დაბალი ფასით, იძენს დაბალი ხარისხის კუსტარულ პროდუქციას, ამონტაჟებს და არასასურველი შედეგის მიღების შემდგომ თვლის, რომ ზოგადად პროდუქტის ტიპის შერჩევაში შეცდა და არა ხარისხში. ეს ყოველივე ცუდად აისახება თვითონ პროდუქტის პოპულარობაზე და ამის გამო იძულებულები ვართ, ვაწარმოოთ ტექნიკური ინფორმირებულობის ძვირადღირებული კამპანიები. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი ტექნიკური ცოდნა გავუზიაროთ ყველა პოტენციურ დამკვეთს, რაც არ არის ადვილი. ვცდილობთ, მომხმარებელს ავუხსნათ მარტივი სპეციფიკური დეტალები, თუ რა მნიშვნელობა აქვს კონსტრუქციულ ჭერებში კალიბრაციას, რომ ჭერის მასალა უნდა იყოს მაქსიმალურად თხელი და მყარი; რომ აღნიშნული ტიპის მასალის წარმოება უფრო რთული და ძვირადღირებულია, ვიდრე სქელი და მძიმე მასალით, რომელიც საკუთარი წონის გამო დროთა განმავლობაში იწვევს დეფორმაციას და, რაც მთავარია, არ ჯდება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებში (ჯამურად გადამეტებული წონის გამო). 2025 წლის ბოლომდე აღნიშნული კამპანიების ფარგლებში ვთვლით, რომ ბაზარს ტექნიკურად უფრო ინფორმირებულს გავხდით და ამ მიმართულებით გამოწვევებიც შემცირდება“, - აცხადებს გიორგი ბეკარაშვილი.
გარდა ადგილობრივი ბაზრისა, Rolf Deckenkonstruktionen Georgia საექსპორტო ბაზრებზეც ინტენსიურად მუშაობს და საკუთარ პროდუქციას აზერბაიჯანსა და სომხეთშიც ყიდის.
„სომხეთში ექსპორტის მიმართულება სტაბილურად ვითარდება; ძირითადი კონკურენცია ამ მიმართულებით რუსულ ეკონომსტანდარტის პროდუქციასთან გვაქვს, რომელსაც ჩვენ არ ვაწარმოებთ, მაგრამ თითქმის ყველა ხარისხზე ორიენტირებული კომპანია მაინც ROLF-ისპროდუქციაზე აკეთებს აქცენტს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, შედარებით არასტაბილური განვითარება აქვს, რადგან ამ მიმართულებაზე ძირითადი დამკვეთები უფრო მასშტაბური ობიექტებია, რომლებიც არ არის ბევრი“, - აცხადებს ROLF-ის აღმასრულებელი დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი.
Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს მიერ წარმოებული ჭერები ძირითადად კომერციული სივრცეებისთვის, ოფისებისთვის, სასტუმრო-რესტორნებისთვის, სადარბაზოს ჰოლებისთვის და სხვა საჯარო სივრცეებისთვისაა განკუთვნილი. Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს შეკვეთების 95% კომერციულ სექტორზე მოდის. კომპანია თანამშრომლობს და პარტნიორობს თითქმის ყველა მსხვილ დეველოპერთან, მათ შორის VR ქონსთრაქშენთან, არსი ქონსთრაქშენთან, ბლოქსთან, ვივადეველოპმენტთან, არქთან და სხვა.
Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს მიერ წარმოებულ ჭერებს ბევრი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.
„რა თქმა უნდა, უპირველესი და უმთავრესი არის ჩვენი პროდუქტის ტოპ კლასის ხარისხი, შემდგომ – გამოცდილება და წლების განმავლობაში ამ ხარისხის არა თუ შენარჩუნება, არამედ გაუმჯობესებაც.
მომხმარებელთაგან ჩვენი კომპანიის მიმართ ნდობასა და პატივისცემას ყოველდღიურად ვგრძნობთ. სწორედ ამის დასტურია, რომ მათი გამოკითხვებით ჩვენი კომპანია 2025 წლის 14 ივნისს Golden Brand-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გამარჯვებულად გამოვლინდა და გადმოგვეცა 2024 წლის ნომერ პირველი ოქროს ბრენდის ტიტული“, - აცხადებს ROLF-ის აღმასრულებელი დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი.
სხვა სიახლეები
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
14.08.2026.20:18
საქართველოს ბანკმა პარასპორტსმენების მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”
ყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
კამპანიაში გამორჩეული ქართველი პარაჩემპიონები მონაწილეობენ, რომელთა შორის არიან გიგა ოჩხიკიძე, ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნატა ოჩიგავა, ლიკუნა ჩაჩიბაია, ზაკო მუშკუდიანი.
„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა, დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა. თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ.
სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ ამ კამპანიით პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად, კამპანიის მთავარი კითხვაა - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” რომელსაც პასუხი ბრენდებმა თავად უნდა გასცენ. მათ შეუძლიათ, პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით არა მხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია გახადონ უფრო საინტერესო, არამედ ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.