საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა
2025 წლის უახლესი შეფასებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ქართული ბანკების რეიტინგები გააუმჯობესა.
საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის უმსხვილეს სექტორს წარმოადგენს, მისი რეიტინგის გაუმჯობესება როგორც საბანკო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების სანდოობის ზრდაზე, ასევე საბანკო სექტორის მდგრადობაზე მიუთითებს.
ბანკების გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა, ხოლო გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (Issuers Default Rating) და მდგრადობის რეიტინგები (Viability Rating) არსებულ ნიშნულებზე შენარჩუნდა.
ამავდროულად, Fitch Ratings-მა ქართული ბანკებისთვის ოპერაციული გარემოს შეფასება 'bb-/Stable'-დან 'bb/Stable'-ზე გააუმჯობესა.
სააგენტოს განმარტებით, ეს გაუმჯობესება განპირობებულია 2022 წლიდან დღემდე საბანკო სექტორის მდგრადი განვითარებითა და ძლიერი საკრედიტო მაჩვენებლებით. კერძოდ, ტურბულენტური გარემოს ფონზეც კი, მთელი საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები და კაპიტალის პოზიცია სტაბილურად შენარჩუნდა.
სხვა სიახლეები
მარკეტინგული აქტივობების გაძლიერება და ბაზარზე აქტიური პოზიციონირება - როგორია AllGood-ის განვითარების სტრატეგია
20.05.2026.14:00
ჰიპერმარკეტების ქართული ქსელი „გუდვილი“ თავისი გამორჩეული ქეითერინგის მომსახურებით არის ცნობილი. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, კომპანიამ ორი წლის წინ ეს მიმართულება ცალკე ბრენდად ჩამოაყალიბა და დღეს ის მომხმარებლისთვის AllGood-ის სახელით არის ცნობილი. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორი, ქეთი მდივანი საუბრობს.
„ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან საკმაოდ აქტიური მარკეტინგული კამპანიები მიმდინარეობს, რომლებიც უახლოეს პერიოდში უფრო აქტიურად გამოჩნდება. ასევე, ველოდებით რამდენიმე ახალ პროექტს, თუმცა მათი დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.
ზაფხულის სეზონი ტრადიციულად დატვირთული იქნება სხვადასხვა ღონისძიებებითა და პროექტებით.
სამომავლო გეგმებში შედის აღნიშნული მიმართულებები, ასევე კონცერტები და სხვა ივენთები. მასშტაბური პოზიციონირება ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტი მარკეტინგული აქტივობების გააქტიურებას ენიჭება“, - აცხადებს ქეთი მდივანი.