მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირა

news image
mbc image

დღეს, სასტუმრო "თბილისი პარაგრაფში", გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები". კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკური პროფილის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს პარლამენტის და ქ. თბილისის საკრებულოს დეპუტატები და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.

 

კონფერენციაზე, რომელშიც 400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა წარადგინა BAG ინდექსის ფარგლებში 2019-2023 წლების კვლევის შედეგები, სადაც მან აუდიტორიას, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე  სხვა საინტერესო მიგნებებთან ერთად, გააცნო ის პოზიტიური და დადებითი განწყობები და მოლოდინები, რომლებიც ბიზნესში ბოლო წლებში ჩამოყალიბდა.

 

კონფერენციის ფარგლებში Galt&Taggart-ის მკვლევარებმა მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე და ეკონომიკის ექვს, სწრაფად მზარდ სექტორებზე გააკეთეს პრეზენტაცია. პრეზენტაციების შემდგომ, შედგა ორი პანელური დისკუსია მთავრობის წევრებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. პანელურ დისკუსიებზე დეტალურად განიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები; ასევე,ეკონომიკის ექვსი, სწრაფად მზარდი სექტორი. ეს სექტორებია:  ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, საცხოვრებელი უძრავი ქონება, FMCG-ი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და განათლების სექტორები. 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა მისი მზაობა აქტიურად ითანამშრომლოს ბიზნესთან. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საუბარია იმაზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლებამ და ბიზნესმა, როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბიზნესის ინტერესების დაცვა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღეს ჩვენი ღიაობა, მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, წარმატებები, მაგრამ არის გამოწვევებიც. ყველაფერთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები  დაესწრნენ, რომლებმაც ბიზნესმენებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიებში. მსგავსი ღონისძიებები არის უაღრესად ფასეული და ღირებული და ისინი ხელს უწყობენ ხელისუფლებასა და ბიზნეს სექტორს შორის კონსტრუქციული, პროფესიული და ეფექტიანი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. დღეს ბიზნესმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღო თანამშრომლობის ღია და საჯარო შეთავაზება და ჩვენ, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ქვეყანაში, მზად ვართ, პრემიერის შეთავაზებას ისეთი ეკონომიკური ინიციატივების წარდგენით ვუპასუხოთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნების წინაპირობა გახდება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

16.06.2026.19:19

„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.

როგორ ხდება შეფასება?

პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.

ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.

ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939

expresslombard.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა