მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

საქართველოს ბანკის მობილბანკში გალერია თბილისის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკის სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და აპლიკაციას გალერია თბილისის სავაჭრო ცენტრის ციფრული სასაჩუქრე ბარათი დაემატა. 

ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა მობილბანკშივეა შესაძლებელი, მხოლოდ ადრესატი კი მას მობილურის ნომერზე, SMS-ის სახით მიიღებს. აპლიკაციაშივე შესაძლებელია ბარათის დიზაინის შერჩევა და მისალოცი წერილის დაწერა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული არხების განვითარებას, რათა მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა ჰქონდეთ. გალერია თბილისის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატება მობილბანკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომლის დახმარებით ადამიანებს საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევას გავუმარტივებთ.  რაც მთავარია ადრესატს არჩევანის თავისუფლება აქვს, რადგან ვაუჩერით არა კონკრეტული ბრენდის მაღაზიაში შოპინგი, არამედ გალერია თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ობიექტში სასურველი ნივთის შერჩევაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მობილბანკის მომხმარებლებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

ცნობისთვის, შეძენილი სასაჩუქრე ბარათის დამატება ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-შია შესაძლებელი. მისიგაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა ადრესატისაქართველოს ბანკის მობილბანკით. გალერია თბილისის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთისსაფასურის სასაჩუქრე ბარათით გადახდა კი Wallet-იდანვე შესაძლებელი იქნება.

გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

16.06.2026.19:19

„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.

როგორ ხდება შეფასება?

პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.

ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.

ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939

expresslombard.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა