საქართველოს რკინიგზა ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ-მატარებლებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ- მატარებლებს ნიშნავს.
ბლოკ-მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ - ფოთიდან 21:30 საათზე გამოვა და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა.
შედეგად ტვირთმფლობელები კონტეინერის პორტიდან თბილისში ჩამოტანას უმოკლეს დროში შეძლებენ კონტეინერებით ბლოკ-მატარებელის შევსების მიუხედავად.
ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.
ეს სერვისი არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებისთვის, რადგან საზღვაო ხაზები მომხმარებლებს აძლევენ კონკრეტულ ვადას რა დროშიც უნდა მოხდეს კონტეინერის უკან დაბრუნება.
ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან თბილისში მომავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც ერთის მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორეს მხრივ კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.
პირველი ბლოკ-მატარებელი დღეს ,,თბილისი დრაი პორტში" შევიდა. ადგილზე მას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელი, ,,დრაი პორტის" დამფუძნებელი და კომპანია „ემ ეს სი ჯორჯიას“ დირექტორი დახვდნენ.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს არის გამარტივებული ლოჯისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს თბილისში და ფოთში შეფერხებების გარეშე მიიღებენ.
სხვა სიახლეები
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
16.06.2026.19:19
„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.
როგორ ხდება შეფასება?
პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.
ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.
ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939