საქართველოს შეუძლია მშპ-ის 4 პროცენტამდე ზრდა და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა მდგრადობაში ინვესტირებით - მსოფლიო ბანკი
ინვესტიციები ადაპტაციაში, სუფთა ენერგიაში და გონივრულ სოფლის მეურნეობაში შესაძლებელს გახდის პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობის და მომავალი შოკების მიმართ მდგრადობის ამაღლებას - მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, 2050 წლისთვის საქართველოს შეუძლია მშპ-ის 4 პროცენტამდე ზრდა და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა გონივრულ განვითარებაში ინვესტირებით, რაც აამაღლებს მდგრადობას და განაპირობებს ემისიების პასუხისმგებლიან მართვას. ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
საქართველოსთვის მომზადებული კლიმატის და განვითარების ანგარიში (CCDR) ქვეყნისთვის განსაზღვრავს მთავარ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ელექტროფიცირებული ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სფეროებში. ამჟამად, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 74%-ის წყაროა ჰიდროენერგია - ერთ სულ მოსახლეზე ემისიების მაჩვენებელი 32%-ით დაბალია ევროკავშირის საშუალო მონაცემებთან შედარებით. უფრო მართვადი ემისიების დონის მიღწევას 2050 წლისათვის, 4.4 მლრდ. აშშ დოლარით მეტი ინვესტიციის განხორციელება დასჭირდება ენერგეტიკაში, საქართველოს ინტეგრირებული ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის ფარგლებში არსებულ ღონისძიებებთან შედარებით. თუმცა, აღნიშნული შესაძლებელს გახდის 6 მლრდ. აშშ დოლარის მოცულობის საერთო სისტემური ხარჯების დაზოგვას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და ენერგოუსაფრთხოების ამაღლებას.
ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიის მიქსის 15 გიგავატამდე გაზრდა და დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს ენერგეტიკასთან დაკავშირებული ემისიების და იმპორტის შემცირებას, ენერგოსექტორში სამუშაო ადგილების 21%-ით ზრდის პარალელურად, რაც, გაცილებით მეტ ინვესტიციას მოითხოვს შრომითი რესურსების კვალიფიკაციის ამაღლებაში მაღალტექნოლოგიურ სამუშაო ადგილებზე დასასაქმებლად.
“მდგრადობის ამაღლებას და ემისიების პასუხისმგებლიან მართვას შეუძლია საქართველოს დახმარება მშპ-ის ამაღლებაში, ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნაში, გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაში და სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის სექტორებში სამომავლო შოკების მიმართ დაცვაში, თუ სათანადო პოლიტიკა იარსებებს შრომითი რესურსების მობილობის და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად,” განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა. მისივე თქმით: “განახლებად ენერგიაში, თანამედროვე ირიგაციაში, კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაში და მდგრად ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის ფართო და გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია შედარებით მოკრძალებული ხარჯებით “.
ადამიანებსა და სამუშაო ადგილებზე ფოკუსირებულ გონივრულ განვითარებაში ინვესტიციებისთვის საჭირო დაფინანსება შეიძლება მომდინარეობდეს კერძო სექტორიდან, დარგობრივი პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერის და სტაბილური რეგულაციების პირობებში. კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის გაძლიერებას, კორპორაციული შესაძლებლობების შექმნას და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის ამაღლებას, ასევე, დარგებს შორის რისკის ცოდნა-გაზიარებას, კერძო კაპიტალის გამოყენების და მაღალი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის მიღწევის ხელშეწყობა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, დამატებითი რეფორმებია საჭირო ფართომასშტაბიანი ინვესტიციების მოსაზიდად და ფინანსური მედეგობის მისაღწევად.
“საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ გაძლიერდება, თუ პროცესს კერძო კომპანიები გაუძღვებიან. განახლებადი ენერგია, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და ენერგოეფექტური შენობები ხმამაღალი სიტყვები არაა - ეს ყველაფერი არსებობს იქ, სადაც სამუშაო ადგილები და შესაძლებლობებია. გონივრული რეფორმები და რეალური პარტნიორობა ამის საშუალებას იძლევა”, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) რეგიონული მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა თეა გიგიბერიამ.
ანგარიში ხაზს უსვამს ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტის არსებობის საჭიროებას, რომლის მიზანიც საქართველოში მდგრადი ინვესტიციების ზრდა იქნება. ძირითადი ღონისძიებები მოიცავს - ნაკლებად დამაბინძურებელი ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერას, ნახშირბადის ფასის ზრდას, საქართველოში ემისიების სამიზნე მაჩვენებლების ინტეგრირებას ენერგოსექტორის დაგეგმვაში, ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების და ელექტრომობილების ბაზრების გაფართოებას კონკურენტული ფასწარმოქმნის მეშვეობით, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას შენობების გასათბობად და მდგრად ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას. სწორი ინვესტიციებითა და პოლიტიკით, მწვანე ენერგიაზე გადასვლას შეუძლია ხელი შეუწყოს ზრდას, შეამციროს სიღარიბე და საქართველოს ეკონომიკა უფრო მდგრადი გახადოს მომავალი შოკების მიმართ.
ანგარიში მიუთითებს, რომ სამიზნე ღონისძიებების და ინტერვენციების დანერგვას (როგორებიცაა მაგალითად, საირიგაციო სისტემების მოდერნიზაცია, ფერმერების დახმარება გვალვისადმი მედეგი სათესლე მასალით და წვეთოვანი სარწყავი სისტემით, და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება) შეუძლია ადამიანების, საარსებო საშუალებების და ეკონომიკის დაცვა ისეთი შოკებისგან, რომლებმაც შესაძლოა უმუშევრობა, ადგილმონაცვლეობა და მიგრაცია გამოიწვიოს. ამ ღონისძიებებს აქვს სოფლის მეურნეობის შემოსავლების სახით 2 მლრდ. აშშ დოლარამდე გენერირების პოტენციალი, რაც უშუალო სარგებელს მოუტანს ფერმერებს და სოფლის მაცხოვრებლებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ადაპტაციური სტრატეგიების არარსებობის პირობებში, ეკოლოგიურ რისკებს შეუძლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის შემცირება 30%-ით წვიმის წყლით მორწყვად რეგიონებში და 60%-ით სარწყავი სისტემების მქონე ტერიტორიებზე, ასევე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 95 მლნ. აშშ დოლარის ზიანის მიყენების და ჰიდროენერგეტიკის გამოსავლის 20%-ით შემცირების პარალელურად. ასეთი სცენარის თანახმად, 2030 წლისთვის სიღარიბის ეროვნული მაჩვენებელი ქვეყანაში შეიძლება 0.5%-ით გაიზარდოს. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, ეფექტურ ადაპტაციას, სოციალური დაცვის გაძლიერებულ სისტემებთან ერთად, 2030 წლისთვის სიღარიბის 0.6%-ით შემცირება შეუძლია.
სხვა სიახლეები
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას - ერიკ ტრამპი
16.09.2026.01:28
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ნამდვილად განსაკუთრულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას,- განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა ???????????????????? ???????????????????? ????????????????????????????-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.
მისი თქმით, საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მისი სურვილია, რომ ???????????????????? ???????????????????? ???????????????????????????? იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ.
„ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა განვსაზღვროთ ქალაქის ჰორიზონტი და გვინდა, რომ ახლებური იერი და სახე შეიძინოს ქალაქმა ამ საუკუნეში. მინდა, რომ მხარი დავუჭირო ამ პროექტს, დეველოპმენტზე მომუშავე მთელი გუნდი, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, ისინიც ასევე მზად არიან, რომ მთელი გული და სული ჩადონ ამ პროექტში, რომ ეს მართლაც გახდეს საუკეთესო შენობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არა მარტო თბილისში. ნამდვილად, საქართველო - ეს არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მინდა, რომ ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ. ნამდვილად ჩვენ ვიცით, რომ პრესტიჟული ბრენდები არიან წარმოდგენილები და მინდა, რომ ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რითაც ნამდვილად ვიამაყებთ.
უპირველეს ყოვლისა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილითვე ბევრი ინტერვიუ მივეცი არა მარტო ევროპის მასშტაბით, ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკაში, ვისაუბრე საქართველოზე, თბილისზე. ეს არის მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ცნობილი და ფართომასშტაბიანი უძრავი ქონების ბრენდი. როდესაც შემოვალთ თბილისში, უფრო შესამჩნევი გახდება თბილისი.
მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი და ტრამპ თაუერი ნიუ-იორკში ყველაზე წარმატებული შენობაა, რომელიც კი აშენებულა დედამიწის ზურგზე. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის გარდა თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო ბევრი წლის წინ და განახორციელა“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.