საწვავის ფასდაკლება კვირაში ორჯერ - რას სთავაზობს „პორტალი“ მომხმარებლებს
ნავთობპროდუქტების იმპორტიორ-სადისტრიბუციო კომპანია „პორტალი“ მომხმარებლებისთვის კვირის განმავლობაში რამდენიმე ფასდაკლების აქციას ახორციელებს. მომხმარებლის ლოიალობა და მათთვის კომფორტული სერვისის შექმნა „პორტალისთვის“ სტრატეგიული მიმართულებაა.
როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნინუცა ლოთიკაშვილმა Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნა, ფასდაკლებები ყოველ კვირა დღესა და ოთხშაბათს მოქმედებს.
„ჩვენ გვაქვს კვირა დღის აქცია, რაც არის ჩვენი მუდმივი აქცია და ყოველ კვირა დღეს ვრცელდება ყველა პროდუქტზე. აქციის ფარგლებში კვირა დღეს საიტზე განთავსებულ ქსელის ფასებს - ყველა პროდუქტს აკლდება 10 თეთრი.
გვაქვს ასევე ოთხშაბათობით აქცია „ევრო რეგულარზე“, რომლის ფარგლებშიც პროდუქტის ფასს აკლდება 10 თეთრი.
სწორედ იმისთვის არსებობს აქციის დღეები, რომ მომხმარებლები მოვიზიდოთ და ჩვენი მომხმარებლებიც საკმაოდ აქტიურობენ“, - აცხადებს ნინუცა ლოთიკაშვილი.
„პორტალი“ ქსელის გაფართოებასაც ინტენსიურად აგრძელებს და ცდილობს, რომ დაფარვის ზონა მაქსიმალურად გააფართოოს.
„წლის ბოლომდე ქსელის გაფართოება გვაქვს დაგეგმილი და რამდენიმე ავტოგასამართ სადგურს დავამატებთ“, - ამბობს „პორტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ამ დროისათვის „პორტალი“ 45 ბენზინგასამართ სადგურს აერთიანებს.
შპს „პორტალი“ საქართველოში წარმოადგენს ნავთობპროდუქტების იმპორტიორ-სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც უწევს კონტრაქტორ კომპანიებს ყველა სახის ლოჯისტიკურ მომსახურებას (ადგილზე მიტანა, ადგილზე ბუნკირება, საწვავის ყიდვა-გაყიდვა). კომპანია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ახდენს საწვავის საბითუმო რეალიზაციას კონკურენტულ ფასად.
კომპანიას კუთვნილებაში აქვს 21 000 000 ლიტრიანი ნავთობტერმინალი აღმოსავლეთ საქართველოში (ვაზიანი) და სარგებლობს 16 000 000 ლიტრიანი ნავთობტერმინალით დასავლეთ საქართველოში (ქ. ქუთაისი), რაც განაპირობებს მომხმარებლის სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას, მარაგების უწყვეტ რეჟიმში ყოფნას. „პორტალს“ ასევე გააჩნია 20 ერთეულამდე ბენზინმზიდი - ტევადობით 5000 ლიტრიდან – 40 000 ლიტრამდე.
დღეის მდგომარეობით, შპს "პორტალს" ჰყავს 300-მდე პარტნიორი კომპანია რომელსაც ამარაგებს საწვავით. ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას საწვავის ხარისხსა და მომსახურებაზე.
„პორტალი“ საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს საწვავს, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
14.05.2026.18:12
საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გრძელდება.
ამჯერად, გამოფენა-გაყიდვის მესამე ღონისძიება 15-17 მაისს გაიმართება.
პროექტის მიზანია მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის ადგილობრივი პროდუქციის გაცნობა. ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - საკუთარ სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, სადაც ისინი მომხმარებლებს მრავალფეროვან ხელნაკეთ თუ ადგილობრივ პროდუქციას წარუდგენენ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 15-17 მაისს მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებით სარგებლობაც შეეძლებათ - 14 მონაწილე მეწარმესთან საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მომხმარებელი მიიღებს 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით.
სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მეწარმეების პროდუქციაზე:
• ციციკო
• ჯეინის თოჯინები
• N S Craft - ნანას ხელობა
• Yummy
• მარიბასი
• MiAmore
• Petra • პეტრა
• La Arté
• ქალაქობანა
• MakaDanu
• Lucy's Toys
• ენჯი / N.G. Art Accessories
• teddy.withfriends
• ტანგრამი
საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მეწარმე ქალების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.