მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ - თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

news image
mbc image

ახლა თუ არა, ოდესღაც მაინც ყველას სჯეროდა თოვლის ბაბუის. ზოგისთვის ის ლაპლანდიაში ცხოვრობს, ზოგისთვის მაღალმთიან სოფელში. ათასობით ქართველი ბავშვისთვის კი თოვლის ბაბუა საქართველოდან შორს ათენში, თესალონიკში, სტამბოლში, ბარიში, მილანში, ნიუ-იორკსა თუ მსოფლიოს სხვა ქალაქში მცხოვრები მათი ოჯახის წევრია.

დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ემიგრანტები, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოში მყოფ ოჯახებსა და ახლობლებს უპირობო სიყვარულით, ზრუნვით და უსაზღვრო სიკეთით მილიონობით ამანათს უგზავნიან. ახალი წელი სწორედ ის დროა, როცა შეგიძლიათ ეს სიყვარული მათ დაუბრუნოთ და  მიუხედავად შორი მანძილისა, აგრძნობინოთ მადლიერება, სიყვარული და მათთვის ახალი წლის დადგომა უფრო ჯადოსნურ და დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ.

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს" - ეს თიბისის საახალწლო გზავნილია, რომელიც ქართველი ემიგრანტების ყოველდღიური თავდადების, შრომის, ზრუნვის და სიკეთის ერთგვარ აღიარებას წარმოადგენს. 

„თიბისიში გვჯერა, რომ ახალი წელი ის განსაკუთრებული დროა, როდესაც პატარა საჩუქარსაც კი შეუძლია უპირობო სიყვარულის, მონატრების, მადლიერების და დაფასების გამოხატვა. ჩვენს საახალწლო კამპანიას იმ ადამიანებს ვუძღვნით, ვისთვისაც მანძილი თან ყველაფერი, ამავდროულად კი არაფერია, როცა საქმე სიყვარულისა და ზრუნვის ყოველდღიურ გამოხატვას ეხება. გვინდა, ეს მანძილი დროებით, ერთი დღით მაინც წავშალოთ, დავამოკლოთ, უხილავი გავხადოთ და სიყვარული ჩვენს ემიგრანტებს, მათი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად უკან დავუბრუნოთ“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.

ერთად შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება, სწორედ ამიტომ, თიბისი თავის მომხმარებლებს, DHL-თან ერთად, აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ მზრუნველობა, ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს სიყვარული უკან დაუბრუნონ და მათთვის საახალწლო საჩუქარი საქართველოდან 23 ქვეყანაში გააგზავნონ.

კამპანიის ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მომხმარებლებს, ახლობელ ემიგრანტებთან საჩუქრის გაგზავნა და სიყვარულის დაბრუნება განსაკუთრებული პირობით შეუძლიათ: 5 კგ-მდე (როგორც რეალური, ისე მოცულობითი წონის) საახალწლო ამანათს 23 ქვეყანაში, ფიქსირებულად 160 ლარად გააგზავნიან. პირველ 4000 გამგზავნს კი გადახდილი თანხის 50%, 80 ლარი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდება. შეთავაზებით სარგებლობისთვის, აუცილებელია ეწვიოთ DHL-ის ფილიალს და თანხა თიბისის ტერმინალზე - უფასო თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან ახალი თიბისი კონცეპტ 360 ბარათით გადაიხადოთ. გზავნილის სხვა დეტალებს, გთხოვთ გაეცნოთ ბმულზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება - დავით ტყეშელაშვილი

04.09.2026.19:00

2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებითა და ახალი პროექტებით გამოირჩეოდა. კომპანიის რეგიონული მენეჯერი დავით ტყეშელაშვილი Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით Photomate-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლებითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების კონსოლიდაციის პერიოდი იყო. ამ ეტაპზე განსაკუთრებით გავაძლიერეთ ჩვენი სრული მომსახურების მოდელი, რომელიც ტექნოლოგიური მოწყობილობების მიწოდებასთან ერთად მოიცავს პროექტირებას, EPC მომსახურებას პარტნიორებთან ერთად, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას, ტექნიკურ მომსახურებასა და მონიტორინგს.

ჩვენი მიზანია, პროექტის ყველა ძირითადი ეტაპი - ტექნოლოგიის შერჩევიდან და პროექტირებიდან სადგურის გრძელვადიან ოპერირებამდე - ერთიან, კოორდინირებულ პროცესად ვაქციოთ. ამ მიდგომით მომხმარებელს უმარტივდება პროექტის მართვა, მცირდება ტექნიკური რისკები და იზრდება ინვესტიციის გრძელვადიანი ეფექტიანობა.

ამავე პერიოდში, ჩვენს პარტნიორ Helios Energy-სთან ერთად, აქტიურად ჩავერთეთ 78-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის პროექტში, სადაც პასუხისმგებლები ვართ როგორც სამშენებლო სამუშაოების ნაწილზე, ისე პროექტის ტექნიკურ ზედამხედველობაზე. წლის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებისა და კავკასიის ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გადმოტანის მიმართულებითაც.

როგორია მიმდინარე ძირითადი ტენდენციები განახლებადი ენერგიისა და მზის ენერგიის ბაზარზე? როგორ აისახება ეს ტენდენციები Photomate-ის საქმიანობასა და მოთხოვნაზე?

მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება. პროექტების მასშტაბის ზრდასთან ერთად, დეველოპერებსა და ინვესტორებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა პროექტირების, სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და სადგურის გრძელვადიანი ეფექტიანობის მიმართულებით.

მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა მზის გენერაციის ინტეგრაცია ენერგიის შემნახველ და ენერგომენეჯმენტის სისტემებთან. მომხმარებლისთვის უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ მაღალი ხარისხის პანელისა თუ ინვერტორის შეძენა. მისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად უსაფრთხოდ და ეფექტიანად იმუშავებს სისტემა მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, როგორ მოხდება მისი მონიტორინგი და რამდენად სწრაფად მიიღებს ტექნიკურ მხარდაჭერას.

ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება Photomate-ის საქმიანობაზე. მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ მოწყობილობებზე, არამედ სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე - პროექტირებაზე, ზედამხედველობაზე, EPC მომსახურებაზე, მონიტორინგსა და გაყიდვის შემდგომ მხარდაჭერაზე. განსაკუთრებით მაღალი ინტერესი შეინიშნება კომერციულ, ინდუსტრიულ და დიდი სიმძლავრის პროექტებში, სადაც ენერგიის ხარჯის შემცირებასთან ერთად გადამწყვეტია ენერგომომარაგების სტაბილურობა და ინვესტიციის პროგნოზირებადი შედეგი.

რა იქნება კომპანიის მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რომელ მიმართულებებში ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?

წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება სრული მომსახურების მოდელის კიდევ უფრო გაძლიერება და მისი მასშტაბირება კავკასიის ბაზარზე.

პრიორიტეტულია მიმდინარე მსხვილ პროექტებში სამუშაოების მაღალი ხარისხითა და განსაზღვრულ ვადებში შესრულება. პარალელურად, გავაგრძელებთ პროექტირების, EPC მომსახურების, ტექნიკური ზედამხედველობის და მონიტორინგისა მიმართულებების განვითარებას.

მნიშვნელოვან პროგრესს ველოდებით ენერგიის შემნახველი და ენერგომენეჯმენტის სისტემების მიმართულებითაც. ბაზარი თანდათან გადადის ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებზე, სადაც მზის გენერაცია, ენერგიის დაგროვება და მოხმარების მართვა ერთ სისტემად მუშაობს.

ასევე ვმუშაობთ ახალი ოფისისა და თანამედროვე შოურუმის შექმნაზე. ეს იქნება სივრცე, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ გარემოში გაეცნონ თანამედროვე ენერგეტიკულ ტექნოლოგიებსა და მათ ინტეგრირებულ მუშაობას.

საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი მიღწევა კომპანიისთვის?

2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ველოდებით ზრდას როგორც მოწყობილობების მიწოდებისა და მიმდინარე პროექტების, ისე ტექნიკური და საინჟინრო მომსახურებების მიმართულებით.

ჩვენთვის წლის შედეგი მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლებით არ განისაზღვრება. მთავარი მიღწევა იქნება Photomate Caucasus-ის პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცება, როგორც განახლებადი ენერგიის სრული ციკლის პარტნიორისა - კომპანიის, რომელიც საერთაშორისო ტექნოლოგიებს ადგილობრივ საინჟინრო გამოცდილებასა და გრძელვადიან ტექნიკურ მხარდაჭერას აერთიანებს.

თუ წლის ბოლოს წარმატებით განხორციელებული მსხვილი პროექტები, გაზრდილი მომსახურების პორტფელი და ენერგიის დაგროვებისა და მართვის მიმართულებით გაძლიერებული შეთავაზება გვექნება, ეს ჩვენი სტრატეგიის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა