მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება, რაც მყიდველების სიფრთხილეს ასახავს - Galt & Taggart

news image

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება, რაც მყიდველების სიფრთხილეს ასახავს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. მიმოხილვის თანახმად, მიწოდების მხარეს, 2025 წლის პირველ კვარტალში შენელდა გაცემული ნებართვების მოცულობაც. პირველად ბაზარზე ფასები კვლავ მზარდია, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ზრდის ტემპი 2024 წელთან შედარებით შენელებულია.

2025 წლის მარტში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,078 შეადგინა, რაც წინა წლის მარტის გაყიდვებზე 2.9%-ით მეტია, აქედან:

• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 2.9%-ით შემცირდა.

• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 9.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული გამოწვეულია რამდენიმე პროექტში წარსულში გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერადი ეფექტით.

„ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) შედეგებიც მეორადი ბაზრის მსგავსად შენელებას აჩვენებს. 2025 წლის მარტში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11.3%-ით შემცირდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, თბილისში სულ 9,286 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 671.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (-1.1% წ/წ)“, - განმარტავენ  Galt & Taggart-ში.

 Galt & Taggart-ის თანახმად, გაცემული ნებართვების მოცულობა 2025 წლის იანვარში დაფიქსირებული კლების შემდეგ აღდგა და თებერვალი-მარტში გაიზარდა. მარტში გაიცა 17 მშენებლობის ნებართვა საცხოვრებელ პროექტებზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 160,975 მ2 -ს შეადგენდა (+7.3% წ/წ). საერთო ჯამში, გაცემული ნებართვების მოცულობა 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 7.4%-ით შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა 2023 წლამდე დონესთან შედარებით.

2025 წლის მარტში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.4%-ით გაიზარდა და 1,330 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი ზედიზედ მეორე თვის განმავლობაში შემცირდა და 2025 წლის მარტში თვიურად 1.9%-იანი კლების შემდეგ $1,220 შეადგინა.

 2025 წლის მარტში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვეში მცირედით, 0.3%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.5 აშშ დოლარი შეადგინა. ქირის საშუალო წლიური ამონაგები 8.6% იყო.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პროკრედიტ ბანკში ანაბრების აქცია დაიწყო

11.05.2026.18:13

პროკრედიტ ბანკი მაისის თვეში ვადიან ანაბრებზე განსაკუთრებულ პირობებს აცხადებს, მომხმარებლები, რომლებიც გადმოიტანენ ანაბარს სხვა ბანკიდან ან გახსნიან ახალ ანაბარს +1%-მდე მეტ სარგებელს მიიღებენ. 

სპეციალური შეთავაზება ვრცელდება როგორც დოლარის, ისე ევროს ვადიან ანაბრებზე, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის სასურველ უცხოურ ვალუტაში განათავსოს დანაზოგი და ისარგებლოს გაუმჯობესებული პირობებით.

აქციით სარგებლობა მარტივია: შეავსე ფორმა და ბანკის მრჩეველი ინდივიდუალური შეთავაზებით დაგიკავშირდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია პროკრედიტ ბანკის კონტაქტ ცენტრში ნომერზე: (+995 32) 220 22 22. 

მეტი ინფორმაციისთვის, გადმოწერე მობაილ ბანკი ან ეწვიე საიტს: 

www.procreditbank.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა