მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

„თეგეტა მოტორსი“ King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია

news image

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივი დრიფტის ჩემპიონატის King of Drift 2025-ის შეჯიბრი ლილო არენას სარბოლო ტრეკზე მიმდინარეობს. წლევანდელ ჩემპიონატში „თეგეტა მოტორსის“ 2 თანამშრომელი, სათადარიგო ნაწილების მენეჯერი საბა სიდამონიძე და მსუბუქი ავტომობილის ნაწილების ბრენდ მენეჯერი ზაკო ბენდელიანი, მონაწილეობს. „თეგეტა მოტორსი“ დრიფტში მონაწილე თანამშრომლების მხარდაჭერის მიზნით მათი სარბოლო ავტომობილების შესაბამის აღჭურვილობაზე ზრუნავს.  

კომპანია წლებია, აქტიურად მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. ჩემპიონატში ჩართული თანამშრომლების მხარდაჭერაც უსაფრთხო გადაადგილების იდეას ემსახურება. რბოლა ტრეკზე და არა ქუჩაში - ასეთია ყოველწლიური ჩემპიონატის, King of Drift-ის კონცეფცია.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი:  „ჩემპიონატის უსაფრთხოების კონცეფცია ძალიან ახლოსაა „თეგეტა მოტორსის“ უსაფრთხოების ღირებულებასა და პოლიტიკასთან. ჩვენი ძალისხმევა მუდმივად მიმართულია საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ. რამდენადაც საავტომობილო გზებზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილია, მსგავსი ჩემპიონატების საშუალებით ავტომოყვარულებს  ან მრბოლელებს შესაძლებლობა ეძლევათ, ქუჩიდან ავტოდრომზე გადაინაცვლონ და იქ გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა King of Drift-ში მონაწილე ჩვენი კოლეგებისთვის“.

King of Drift 2022 წლიდან იმართება ლილო არენას სარბოლო ტრეკზე და ხუთი დამოუკიდებელი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპი განსხვავდება ტრასის მონახაზითა და დავალებით. ჩემპიონატში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მრბოლელები, რომელთა რაოდენობა 70-ს აღწევს.

საბა ჩემპიონატის დაარსების დღიდან ყოველწლიურად ერთვება King of Drift-ში, ზაკოსთვის კი ეს ახალი გამოცდილება იყო. მათი სარბოლო ავტომობილები ATE-ს ბრენდის ხუნდებით აღიჭურვა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და თავისუფლად უძლებს ისეთ დატვირთვასაც კი, როგორიც ავტომობილებს სარბოლო ტრასაზე აქვთ.

საბა სიდამონიძე, King of Drift-ის მონაწილე: „ჩემპიონატის მიმართ ჩემი ინტერესი, ერთი მხრივ, ავტოსპორტის სიყვარულმა და, მეორე მხრივ, King of Drift-ის უსაფრთხოების იდეამ განსაზღვრა. რამდენიმეწლიანმა მონაწილეობამ, ცოდნასთან ერთად, იმის გამოცდილებაც მომცა, როგორ ვმართო ემოციები, როგორ ვიმოქმედო ცივი გონებით ექსტრემალურ მომენტებში. ჩემპიონატი შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევს, შენი სპორტული ჟინი მოიკლა ტრეკზე და არა ქალაქში. „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიამ იზრუნა ჩემპიონატის დროს ჩვენს წარმატებულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე, რაც King of Drift-ის მთავარი კომპონენტია“.

ATE ტექნოლოგიურად მოწინავე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდია, რომელსაც „თეგეტა მოტორსი“ ექსკლუზიურად წარმოადგენს. „მუხრუჭების ექსპერტად“ აღიარებული ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი გერმანული ბრენდი 1906 წლიდან აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე სისტემებს (ხუნდებს, დისკებს, სამუხრუჭე სითხეებს). ATE ამარაგებს მსოფლიოს წამყვან ავტომწარმოებლებს. ის ერთ-ერთი გლობალური გიგანტის, Continental Group-ის ნაწილია. ბრენდი ფოკუსირებულია მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებაზე, მისი სამუხრუჭე სისტემები გამძლეობითა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით ხასიათდება.

ბრენდის სამუხრუჭე სისტემები ტესტირებული და სერტიფიცირებულია მაღალი დატვირთვის პირობებში, ავტოინჟინრების მიერ. ATE გამოცდილია დრიფტზეც - ხუნდები არ გადახურდება მაღალი დატვირთვის შემთხვევაშიც კი. ისინი მაღალტემპერატურული და დაბალი ცვეთის მქონე მასალებისგან მზადდება. ATE-ს სამუხრუჭე სისტემა, რომელიც მარტივად უძლებს დრიფტსაც კი, ცხადია, უპრობლემოდ უმკლავდება ყოველდღიურ მართვას. 

 „თეგეტა მოტორსი“, რომელიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულია საგზაო მოძრაობასთან, მუდმივად ზრუნავს უსაფრთხო გადაადგილებაზე. სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობითა თუ კამპანიით კომპანია საზოგადოებას მუდმივად მოუწოდებს, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, მართონ უსაფრთხოდ, სიჩქარის დადგენილი ნორმის ფარგლებში და საგზაო მოძრაობის წესების დაცვით იზრუნონ ერთმანეთზე.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

14.05.2026.18:12

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გრძელდება.

ამჯერად, გამოფენა-გაყიდვის მესამე ღონისძიება 15-17 მაისს გაიმართება.

პროექტის მიზანია მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის ადგილობრივი პროდუქციის გაცნობა. ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - საკუთარ სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, სადაც ისინი მომხმარებლებს მრავალფეროვან ხელნაკეთ თუ ადგილობრივ პროდუქციას წარუდგენენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 15-17 მაისს მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებით სარგებლობაც შეეძლებათ - 14 მონაწილე მეწარმესთან საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მომხმარებელი მიიღებს 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მეწარმეების პროდუქციაზე:

• ციციკო
• ჯეინის თოჯინები
• N S Craft - ნანას ხელობა
• Yummy
• მარიბასი
• MiAmore
• Petra • პეტრა
• La Arté
• ქალაქობანა
• MakaDanu
• Lucy's Toys
• ენჯი / N.G. Art Accessories
• teddy.withfriends
• ტანგრამი

საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მეწარმე ქალების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა