მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185.7
-0.0005
flag
AZN 1.5489
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0079
flag
EUR 3.01
-0.0091
flag
GBP 3.5362
-0.0206
flag
KZT 55.76
-0.0011
flag
TRY 0.0558
-0.0002
flag
USD 2.6327
-0.0006
news banner

„თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის დანერგვისთვის THE BIZZ Awards-ის ჯილდო მიიღო

news image
mbc image

ინოვაციური ხედვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიის დაგეგმვისთვის „თეგეტა მოტორსმა“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნომინაციაში Customer Centric Automotive Company კომპანიამ THE BIZZ Awards-ის ჯილდო მიიღო. დაჯილდოების ცერემონია პერუში, კუსკოს ისტორიულ ქალაქში გაიმართა, სადაც THE BIZZ Awards-ის 20 წლის იუბილე აღინიშნა და საერთაშორისო ბიზნესკონფერენცია გაიმართა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი:„აღნიშნული ჯილდო მომხმარებელზე ორიენტირებულობის, უწყვეტი ინოვაციებისა და გუნდური მუშაობის მკაფიო დასტურია. გვახარებს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება აღიარებს ჩვენს მიდგომებს, რაც კომპანიის პრესტიჟულობას აჩვენებ. ჯილდო დამატებითი სტიმულია, რათა კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ სერვისის განვითარებისთვის; თანამშრომელთა უწყვეტ განათლებასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ.

ჩვენი ძირითადი მიზანი უცვლელი — გვსურს, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ მასზე ორიენტირებული მომსახურება; იგრძნოს კომფორტი და იცოდეს, რომ ჩვენი სერვისები შექმნილია სწორედ მისი საჭიროების შესაბამისად. 

მიღებული ჯილდო კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენს მომხმარებლებს ისეთ გამოცდილებას ვთავაზობთ, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე გლობალურ სტანდარტებს.

THE BIZZ Awards-ის აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „თეგეტა მოტორსის“ წამყვან როლს არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. ეს გამარჯვება კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, გააძლიეროს საკუთარი ბრენდის გლობალური ხედვა, შექმნას ახალი პარტნიორული კავშირები WORLDCOB-ის საერთაშორისო ქსელში და წარადგინოს ქართული ბიზნესი მსოფლიო ასპარეზზე.

THE BIZZ Awards მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. დაჯილდოების ღონისძიება World Confederation of Businesses (WORLDCOB)-ის მიერ 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება და 120-ზე მეტი ქვეყნის კომპანიებს აერთიანებს. აღნიშნული ჯილდო ენიჭებათ ორგანიზაციებს, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხით, ინოვაციებით, ლიდერობითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით.

WORLDCOB-ის შეფასების კომიტეტი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და კომპანიებს აფასებს ბიზნესლიდერობის, მართვის სისტემების, პროდუქტების, სერვისების ხარისხის, ინოვაციების, სოციალური პასუხისმგებლობისა და მიღწეული შედეგების მიხედვით. გამარჯვებულის სტატუსი ენიჭებათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებში მაღალი ქულებით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ THE BIZZ Awards განსაკუთრებულად იშვიათ და ღირებულ აღიარებად მიიჩნევა, რომელიც ადასტურებს კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ ბიზნესმიდგომას.

„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Global Finance-მა საქართველოს ბანკი ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა

18.07.2026.09:45

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ზე დაჯილდოების პირველ რაუნდში 14 ჯილდო მოიპოვა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში საქართველოს საუკეთესო ბანკად დასახელდა.

წამყვანმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ საქართველოს ბანკი ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში ქვეყნის საერთო გამარჯვებულად დაასახელა ორივე მთავარ მიმართულებაში: სამომხმარებლო და კორპორატიულ საბანკო მომსახურებაში.

ქვეყნის მასშტაბით საერთო გამარჯვების გარდა, ბანკმა 6-6 კატეგორიაში მიიღო ჯილდო როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დონეზე: სამომხმარებლო სეგმენტში ფინანსური ინკლუზიურობის, სამომხმარებლო გამოცდილების, პერსონალიზებული ფინანსური რჩევებისა და ფინტექ გადაწყვეტილებების მიმართულებით, კორპორატიულ სეგმენტში კი გადახდებში AI-ის გამოყენებისა და ფინტექ AI-ის კატეგორიებში.

„ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ფინანსურ ინდუსტრიას და ეს ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება. AI in Finance Awards კი იმ ორგანიზაციებს აერთიანებს და აღიარებს, რომლებიც ამ ცვლილებების სათავეში არიან და ხელს უწყობენ ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან განვითარებას", განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

„ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია არ არის - ის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისა და სამომხმარებლო გამოცდილების განვითარების განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი GenAI ჩატბოტი მომხმარებლების წერილობითი კითხვების თითქმის სამ მეოთხედს პასუხობს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რიგისა და ლოდინის გარეშე. ფინანსური რესურსების მიღება მობილური ბანკიდან ერთ წუთშია შესაძლებელი, რადგან არაუზრუნველყოფილი საკრედიტო გადაწყვეტილებების 99% სრულად ავტომატიზებულია. ამავე ტექნოლოგიით საბანკო სერვისებს მათთვისაც ვხდით ხელმისაწვდომს, ვისთვისაც ეს აქამდე რთული იყო (მათ შორის თვითდასაქმებულთათვის), თითოეულ მომხმარებელს კი მათზე მორგებულ რჩევასა და პროდუქტს ვთავაზობთ. ხელოვნური ინტელექტი ბიზნესებსაც ემსახურება: მცირე ბიზნესისთვის წვდომა ფინანსურ რესურსებზე დაჩქარებულია და თუ ამ პროცესს ადრე ოთხი დღე სჭირდებოდა, ახლა წუთებში სრულდება. მსხვილი კომპანიების დაფინანსების პროცესი კი 25%-ით დაჩქარდა. ინვესტირებას მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტში ვაგრძელებთ, რომ საბანკო მომსახურება ყველასთვის კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ AI-ს საშუალებით თანამშრომლების ეფექტურობის ასამაღლებლად და გვიხარია, რომ ბექ ოფისის თანამშრომელთა ნახევარზე მეტი AI ხელსაწყოებს ყოველდღიურად იყენებს",- აღნიშნავს საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი.

Global Finance-ის დაჯილდოება - AI In Finance Awards აფასებს ფინანსური სექტორის მიერ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან და ეფექტიან დანერგვას. კონკურსში მონაწილე ბანკების განაცხადებებს აფასებს CGI-ის ჟიური, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის სარედაქციო გუნდი იღებს.

აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია (AI Research Lab), მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბორატორიებს შორის დაასახელა. ამასთან, ბანკმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება რეგიონულ დონეზე მიიღო - გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) დანერგვისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა