„თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
ინოვაციური ტექნოლოგია, გამძლეობა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდი - ეს Energizer-ის აკუმულატორების მთავარი მახასიათებლებია. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ამერიკული ბრენდის პროდუქციის დიდ არჩევანს სთავაზობს, სადაც აკუმულატორის შერჩევა ნებისმიერი მოდელის ავტომობილისთვის არის შესაძლებელი.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აპრილის თვეში Energizer-ის ბრენდის აკუმულატორების შეძენისას 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო ონლაინ შეძენის შემთხვევაში - 30%-იანი.
Energizer-ი 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და აკუმულატორებს უახლესი ტექნოლოგიების გათვალისწინებით აწარმოებს. ამერიკული ბრენდის პროდუქტი გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდით. Energizer-ის ბრენდი კომპანია CLARIOS-ის დაქვემდებარებაშია და მისი აკუმულატორები იმავე ქარხანაში მზადდება, რომელშიც VARTA-ს ბრენდის პროდუქცია, რაც ხარისხის, გამძლეობისა და წარმოების მაღალი სტანდარტების დაცვის გარანტია.
ანა იობიძე, ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი: „Energizer აკუმულატორების წარმოებისას Stamped grid technology-ს იყენებს. ეს არის ტყვიის ფირფიტების წარმოების უნიკალური ტექნოლოგია. ჩვეულებრივი ტყვიის ფირფიტების წარმოების პროცესისგან განსხვავებით, Stamped grid technology-ს შემთხვევაში, ნაკლები ენერგია გამოიყენება, რაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და CO2-ის ნაკლებ ემისიებს. ასევე გაძლიერებულია კოროზიისგან დაცვა და გახანგრძლივებულია ექსპლუატაციის პერიოდი.
Energizer აკუმულატორებს მოწინავე AGM და EFB ტექნოლოგიით აწარმოებს. AGM (Absorbent Glass Mat) ტექნოლოგია განკუთვნილია START-STOP სისტემით აღჭურვილი და ე.წ. ეკოლოგიურად სუფთა (Bluetech და სხვა) ძრავების მქონე ავტომობილებისათვის.
დღესდღეობით თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილი აღჭურვილია Start-Stop სისტემით, რაც უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ მოხმარებასა და, შესაბამისად, ნაკლები CO2-ის გამოყოფას. Start-Stop სისტემის მქონე ავტომობილები საჭიროებენ AGM და EFB ტექნოლოგიით წარმოებულ უახლეს აკუმულატორებს, რასაც სწორედ Energizer გვთავაზობს“.
AGM მეთოდით დამზადებულ აკუმულატორებს აქვს კლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორებზე 3-ჯერ გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, მაღალი გამშვები (სასტარტო) დენი, ღრმა განმუხტვის დროს არ კარგავს ტევადობის მოცულობას, ჰერმეტული კონსტრუქცია საშუალებას აძლევს, ნებისმიერ მდგომარეობაში დამონტაჟდეს, თუნდაც ავტომობილის სალონში.
რაც შეეხება EFB (Enhanced Flooded Battery) ტექნოლოგიას, რისი საშუალებითაც ვიღებთ აკუმულატორს თხევადი ელექტროლიტით - მისი მთავარი მახასიათებლები ის არის, რომ უძლებს უფრო მეტ ღრმა განმუხტვას, ვიდრე კლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორები, აქვს გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, გამოირჩევა დამუხტვის მოკლე პერიოდითა და პროდუქტიული მუშაობით ექსტრემალურ ტემპერატურულ რეჟიმში.
Energizer-ის საქმიანობა 1896 წლიდან იწყება, როცა კომპანიაში პირველი სამომხმარებლო ბატარეა შეიქმნა. სწორედ ამ პერიოდიდან სთავაზობს ის მომხმარებელს უახლესი ტექნოლოგიით წარმოებულ პროდუქციას, გარემოზე ზრუნვის სტანდარტების გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული ბრენდის აკუმულატორებზე თეგეტაში უსასრულო გარანტიავრცელდება, რაც გულისხმობს, იმას რომ ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდება.
ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში კი მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებით ისარგებლონ. ფასდაკლების ოდენობა დამოკიდებულია აკუმულატორის ამპერაჟზე.
__
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
სხვა სიახლეები
ასობით წერილი კაპიტანს - საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა
09.06.2026.18:25
ზოგიერთი ისტორია მხოლოდ სტატისტიკა არ არის.
129 მატჩი. 17 წელი. ათობით დაუვიწყარი საღამო, გამარჯვება, მარცხი, ემოცია, რომელიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში დარჩა. მაგრამ გურამ კაშიას ისტორია ამ რიცხვებზე ბევრად მეტია. ეს არის იმ ადამიანის არ გაჩერების ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წინ საკუთარი მაგალითით მიუძღოდა - მაშინაც, როცა ტრიბუნები ზეიმობდა და მაშინაც, როცა ყველაზე რთულ წუთებში გუნდის გვერდით დგომა იყო საჭირო.
2 ივნისს ეროვნული ნაკრების მაისურით კაპიტანი ბოლოჯერ ვიხილეთ.
მომენტი, რომლის დადგომაც თითქოს ყველამ ვიცოდით, მაგრამ რომლისთვისაც მზად არავინ ვიყავით.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა სპონსორმა, შექმნა სპეციალური პლატფორმა - arg4cherde.ge, რომლის მეშვეობითაც თითოეულ გულშემატკივარს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი სიტყვებით ეთქვათ მადლობა კაპიტანისათვის.
რამდენიმე დღეში პლატფორმა ათასობით წერილმა, მოგონებამ და ემოციამ გააერთიანა. გულშემატკივრები იხსენებდნენ ისტორიულ გამარჯვებებს, ნაკრებთან დაკავშირებულ ყველაზე ემოციურ მომენტებს და იმ როლს, რომელიც გურამ კაშიამ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეასრულა.
“შენ იყავი ერთ ერთი ღირსეული კაპიტანი რომელმაც საქართველო ევროპაზე გაიყვანა მადლობა კაპიტანო ყველა მოგებული თუწაგებული თამაშისთვის”.
ბევრი წერილი კაშიას იმ თვისებებს ეხებოდა, რომლებიც მან წლების განმავლობაში არაერთ თაობას აჩვენა - ლიდერობას, პასუხისმგებლობასა და თავდადებას.
“კაშო, 17 წლის განმავლობაში თქვენ არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდით მოედანზე, არამედ მაგალითი იყავით თაობებისთვის. თქვენი თავდადება, პროფესიონალიზმი და ლიდერობა საქართველოს ფეხბურთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. კაპიტნის სამკლაურით თქვენ აერთიანებდით გუნდს, შთააგონებდით გულშემატკივრებს და ამაყად ატარებდით ქვეყნის სახელს. მადლობა თითოეული მატჩისთვის, თითოეული ბრძოლისა და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ქართველ ხალხს აჩუქეთ. თქვენი გზა დარჩება შთაგონებად მომავალი თაობებისთვის”.
გულშემატკივრები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ იმ ემოციებსაც, რომლებიც კაპიტანმა და ეროვნულმა ნაკრებმა მთელ ქვეყანას აჩუქეს.
“მადლობა კაპიტანო! მადლობა რომ ფეხბურთი შეგვაყვარე, მადლობა რომ იყავი ღირსეული კაპიტანი! მადლობა რომ გვაჩუქე ის სანახაობა, რომელიც მუდამ გაგვახსენებს შენ თავს! ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იქნება შენი სახელი, როგორც ნამდვილი, მებრძოლი ფეხბურთელის. მადლობა რომ ისტორია შეგვიქმენი და გვაჩვენე როგორია იყო წარმატებული ადამიანი!”
თუმცა წერილები მხოლოდ დამშვიდობებას არ ეხებოდა. ბევრი მათგანი იმ იმედსაც გამოხატავდა, რომ კაპიტნის გზა ქართული ფეხბურთის გვერდით ამით არ სრულდება.
“ეს არ არის დასასრული, ეს დასაწყისია. ახალ ეტაპებს ველოდებით შენთან ერთად. არ დაგვეკარგო კაპიტანო, გვიყვარხარ”.
საბოლოოდ, arg4cherde.ge ერთ დიდ სამადლობელ წერილად იქცა - წერილად, რომელსაც ასობით ავტორი ჰყავს, მაგრამ ერთი საერთო სათქმელი: მადლობა, კაპიტანო.
გურამ კაშია ის კაპიტანია, რომლის გვერდითაც რამდენიმე თაობა გაიზარდა. ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში გვახსენებდა, რომ ნამდვილი ლიდერობა ხმამაღალ სიტყვებში კი არა, ყოველდღიურ შრომაში, თავდადებაში, პასუხისმგებლობასა და არ გაჩერებაშია.
„არ გაჩერდე“ მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც მუდმივ განვითარებას, წინსვლას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას გულისხმობს. სწორედ ამ იდეის მაგალითია გურამ კაშიას კარიერაც - გზა, რომელიც 21 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში დებიუტით დაიწყო და 17 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩით, ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის კაპიტნობითა და არაერთი ისტორიული გამარჯვებით გაგრძელდა. ყოველი ახალი ეტაპი, ყოველი გამოწვევა და ყოველი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ წარმატების უკან სწორედ არ გაჩერების ძალა დგას.
„გურამ კაშიას წვლილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მატჩებითა და ტიტულებით არ იზომება. ის იმ ადამიანებს შორისაა, ვინც მთელი თაობისთვის ლიდერობის, ღირსებისა და თავდადების მაგალითი გახდა. ამავდროულად, მისი კარიერა ზუსტად ასახავს იმ იდეას, რომლისაც ჩვენ გვჯერა - არ გაჩერდე. თუმცა, გურამის ისტორია მხოლოდ მოედანზე მიღწეული წარმატებების ისტორია არ არის. ეს არის განსაკუთრებული კავშირი ეროვნულ ნაკრებსა და გულშემატკივრებს შორის, რომელიც წლების განმავლობაში ერთად გადატანილი ემოციებით, გამარჯვებებით, იმედგაცრუებებითა და ისტორიული მომენტებით შეიქმნა. გვინდოდა, ქომაგებს ჰქონოდათ სივრცე, სადაც შეძლებდნენ ამ ემოციების გაზიარებას, საკუთარი მადლიერების გამოხატვას და კაპიტნისთვის მადლობის თქმას. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა arg4cherde.ge“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ასობით წერილი, ათასობით მადლობა და ერთი საერთო სათქმელი - კაპიტანო, მადლობა.
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.