მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.2
-0.0043
flag
AZN 1.5743
-0.0007
flag
CNY 39.316
-0.0052
flag
EUR 3.1079
-0.0067
flag
GBP 3.5848
0.0089
flag
KZT 56.82
-0.0041
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6758
-0.0016
news banner

Tegeta Truck & Bus-მა მომხმარებელს MAN TopUsed-ის რეალურ პირობებში გამოცდის შესაძლებლობა მისცა

news image

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, გამძლეობა, საწვავის შემცირებული ხარჯი - ამ მახასიათებლების გამო MAN-ის ბრენდის სატვირთო ავტომობილები საერთაშორისო ბაზარზე უკვე წლებია, წამყვან პოზიციას ინარჩუნებენ. Tegeta Truck and Bus-მა მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, სატვირთო ავტომობილის დინამიკა, მანევრულობა და კომფორტი რეალურ გარემოში პირადად გამოეცადა. MAN TGX-ის ტესტდრაივი ნატახტარში, ტირ-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. 

Tegeta Truck and Bus მომხმარებელს MAN TGX-ის მეორად სატვირთო ავტომობილს სთავაზობს, რომელიც შემოწმებას ევროპაში, ავტორიზებულ სერვისცენტრში გადის. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მონიტორინგი ავტომობილის მაღალ ხარისხს, ხანგრძლივ ექსპლუატაციასა და მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. MAN-ის მეორადი ავტომობილები Tegeta Truck and Bus-ს გერმანული და ავსტრიული ბაზრებიდან ჩამოჰყავს. რეალიზაციამდე კი საქართველოში ავტომობილებს ტექნიკური შემოწმება კიდევ ერთხელ უტარდებათ.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „საქართველოში შემოგვყავს ავტომობილი, რომელსაც ევროპულ ბაზარზე მაქსიმუმ 5-წლიანი ექსპლუატაცია და 500 000 კილომეტრი აქვს გავლილი. მომხმარებელს, რომელსაც, ამ შემთხვევაში, კომპანიები და ბიზნესები წარმოადგენენ, მეორადი ავტომობილის შეძენა საწყის ღირებულებაზე 30-35%-ით ნაკლებ ფასად შეუძლია. ბიზნესებისთვის MAN TopUsed-ის შეძენა საკმაოდ მოგებიანია, რადგან ისინი ხელსაყრელ ფასად ყიდულობენ პრემიუმ ხარისხის ტექნიკას, რომელსაც ექსპლუატაციის პირველი ეტაპი ევროკავშირის ტერიტორიაზე აქვს გავლილი.

გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ქვეყანას ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი სატვირთო ავტომობილი კვეთს, საიდანაც დაახლოებით 20-25% სწორედ MAN-ის ბრენდია. შესაბამისად, ნაწილებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილების შეკეთებაც არ არის პრობლემა, რადგან ჩვენი სერვისცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს“.

MAN-ის TopUsed სატვირთოებზე სტანდარტული ექვსთვიანი გარანტია ვრცელდება, რაც მეორადი ავტომობილების ბაზარზე საქართველოს პირობებში უნიკალური შეთავაზებაა. მომხმარებელს ასევე შეუძლია, მოდელისა და წლოვანების შესაბამისად, კიდევ უფრო ხანგრძლივი გარანტიითაც ისარგებლოს.

MAN TGX-ის ყოველი მომდევნო თაობა გაუმჯობესებულია და, საშუალოდ, 5%-დან 8%-მდე ეკონომიურობით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს ფლოტის მფლობელებს, მნიშვნელოვნად შეამცირონ ოპერაციული ხარჯები. გაუმჯობესებული ძრავის არქიტექტურა, აეროდინამიკის თანამედროვე გადაწყვეტები და ციფრული მართვის სისტემები მაქსიმალურად ხარჯთეფექტურს ხდის სატვირთო ავტომობილს და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს იძლევა.

MAN-ის ბრენდის სატვირთო ავტომობილები აღჭურვილია უსაფრთხოების ყველა შესაბამისი სისტემით - ზოლიდან ზოლში უსაფრთხო გადასვლა, ავტომატური დამუხრუჭება, ბრმა ზონების კონტროლი და ა.შ. 

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების ფართო სპექტრს სთავაზობს.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მარკეტინგული აქტივობების გაძლიერება და ბაზარზე აქტიური პოზიციონირება - როგორია AllGood-ის განვითარების სტრატეგია

20.05.2026.14:00

ჰიპერმარკეტების ქართული ქსელი „გუდვილი“ თავისი გამორჩეული ქეითერინგის მომსახურებით არის ცნობილი. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, კომპანიამ ორი წლის წინ ეს მიმართულება ცალკე ბრენდად ჩამოაყალიბა და დღეს ის მომხმარებლისთვის  AllGood-ის სახელით არის ცნობილი. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორი, ქეთი მდივანი საუბრობს.

„ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან საკმაოდ აქტიური მარკეტინგული კამპანიები მიმდინარეობს, რომლებიც უახლოეს პერიოდში უფრო აქტიურად გამოჩნდება. ასევე, ველოდებით რამდენიმე ახალ პროექტს, თუმცა მათი დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

ზაფხულის სეზონი ტრადიციულად დატვირთული იქნება სხვადასხვა ღონისძიებებითა და პროექტებით.

სამომავლო გეგმებში შედის აღნიშნული მიმართულებები, ასევე კონცერტები და სხვა ივენთები. მასშტაბური პოზიციონირება ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტი მარკეტინგული აქტივობების გააქტიურებას ენიჭება“, - აცხადებს ქეთი მდივანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა