თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
აქ შეგვეძლო გვეთქვა - ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო, თუმცა, უკვე ერთი კვირაა თიბისის მობაილბანკში დეკემბრის მარათონი სრული სვლით გიზგიზებს.
გასული კვირის ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებში კი, „რამდენი კლიკი დააგროვე?“ „ამდენი მონეტა რანაირად გაქვს?“ და „რამდენი მეგობარი მოიწვიე?“ - ლიდერობენ.
მარათონის პირველი სათამაშო კვირის შემდეგ, 320 გამარჯვებულზე ბონუს პრიზებად უკვე 32 000 ლარი გაიცა. შეგახსენებ, რომ თუ მილიონ მონეტას დააგროვებ, შენც გახდები 100 ლარის მფლობელი.
უკვე გამოვლინდა პირველი კვირის ლიდერი და გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად 10 000 ლარიგადაეცა. მარათონის დასრულებამდე ჯერ 3 კვირაა დარჩენილი; ამიტომ, შენი წარმატების შანსი კი არ იკლებს, პირიქით - მატულობს.
გახსოვდეს, რომ ყველაზე მეტი მონეტის დაგროვება მეგობრების მოწვევითაა შესაძლებელი. მოიწვიე მეგობარი, ვისაც თიბისის მობაილბანკი ჯერ არ აქვს და მიიღე 800 მონეტა საჩუქრად.
250 000-ზე მეტი აქტიური მოთამაშე, ერთმანეთს კვირისა და მარათონის მთავარი პრიზის მოსაგებად ერკინება. გვიან არასდროსაა, შემოუერთდი დეკემბრის მარათონს ახლავე - შენი შანსი თიბისის მობაილბანკშია.
მთავარია გჯეროდეს!
სხვა სიახლეები
30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება
16.10.2026.15:57
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია.
წელს ღონისძიება 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ: გაეცნონ ახალ გამოცემებს; დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს; შეხვდნენ ავტორებს და რაც მთავარია, შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.
ამასთან, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით, მათ შორის:
• სტუდენტური ბარათითა და sCool Card-ით გადახდისას იმოქმედებს 20%- იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);
• PLUS ბარათით გადახდისას კი დაგერიცხებათ ათჯერ მეტი PLUS ქულა.
გახსოვდეთ, Student Card-ის და PLUS Card-ის შეთავაზება უნდა გაიაქტიუროთ მობილბანკში. sCool Card-ის შეთავაზება კი sCoolApp-ში.
შეთავაზებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ღონისძიების ორგანიზატორია ექსპოჯორჯია
საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერია