მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

news image
mbc image

ხშირად გვესმის, რომ ყოველი ადამიანი საკუთარი ცხოვრების პერსონალურ ამბავს ქმნის. ამ გზის ერთგული მეგზური, რომელიც ჩვენი მიზნებისკენ შეუპოვარი სწრაფვის პროცესში მარტო არასდროს გვტოვებს - განათლებაა. განათლება, როგორც საკუთარი თავის პოვნის, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებისა და ზოგჯერ უბრალოდ დაჯერების მთავარი ინსტრუმენტია. 

თიბისიშიც ამის სჯერათ და ამიტომ, განათლებით საკუთარი ამბის შექმნაში აქტიურად ეხმარებიან ახალგაზრდებს და სწორედ ამ მიზნით დაუპარტნიორდა თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის”. გაგაცნობთ სტუდენტებიდან ერთ-ერთს, რომლის ამბავიც განათლებით იქმნება და ყოველ ჯერზე, თვითრწმენის განცდით, სრულიად ახლებურად იწერება. 

ანი გოგია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია და ადამიანების იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ბავშვობიდან ზუსტად იციან საით უნდა წავიდეს მათი კარიერული ორიენტირი. მისი ისტორია გვახსენებს, რომ ხშირად, სრულიად შემთხვევით, ამბის დასაწყისში გვკარნახობს შინაგანი ხმა სწორ გზას, მისი უბრალოდ უნდა დავიჯეროთ. 

„იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდანვე მიზიდავდა სამედიცინო სფერო, უშუალოდ სტომატოლოგობა სკოლის ბოლო წლებში გახდა ჩემი მიზანი. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჩემთვის განათლება აღმოჩნდა მნიშვნელოვანი გზამკვლევი. ბავშვობის ინტერესი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, ბიოლოგიის და ქიმიის სწავლამ უფრო გამიღრმავა, ხოლო შემდეგ უნივერსიტეტმა საშუალება მომცა, მეტი პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო”. 

ბუნებრივია, რომ ამბის პირველ ეტაპებზე კარიერული გზის შემდგომი ეტაპები ბუნდოვანია, მეტიც, შეიძლება სვლასთან ერთად კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანდება, თუმცა ანის ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ განათლება ამ კარიერულ საფეხურებს ყველაზე უკეთ გვინათებს ხოლმე.  

„განათლება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროფესიული განვითარება, ეს არის ერთგვარი ძალა, რომელიც გიბიძგებს, იყო შენი თავის უკეთესი ვერსია, იყო მეტად თავდაჯერებული, ჯიუტი და უშიშარი.”

ანისთვის განათლებაა ის, რაც ხშირად ახსენებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია და ამ გზაზე მხარდაჭერას მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს. ამიტომ, თითქოს შენი თავის დაჯერება და ფიქრი იმაზე, რომ არაფერი არსებობს, რაც არ გამოვა, განათლების მიღების აუცილებელი და განუყოფელი სულისკვეთება აღმოჩნდა. რასაც მისი სიტყვებიც ადასტურებს: 

„განათლების მიღების გზაზე, ვფიქრობ, უნდა გახსოვდეს, რომ თუ გჯერა, მართლა ყველაფერი შესაძლებელია. თუ გჯერა, მომავლის იმედი მოგცემს ძალას, რომ ყველა მიზანს მიაღწიო”

ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების. თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image N1 ქსელი სამოგზაუროდ - „სელფის” როუმინგის კამპანია

14.07.2026.20:15

„სელფი“, N1 ქსელი სამოგზაუროდ, როუმინგის განახლებული შეთავაზებით საზღვარგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს Uber, Bolt, Google Maps, WhatsApp Chat, Messenger Chat და MyCellfie App-ზე წვდომა ინტერნეტის დამატებითი ხარჯვის გარეშე შეუძლიათ. ამ აპლიკაციებით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტები ამოიწურება.

„სელფის“ როუმინგის სხვა უპირატესობებზე სარეკლამო ვიდეორგოლში პირადად საუბრობს კომპანიის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე.

„მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე უწყვეტი წვდომა, რომლებიც ნავიგაციას, გადაადგილებასა და კავშირზე ყოფნას ამარტივებს. „სელფის“ როუმინგის შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Uber-ით, Bolt-ით, Google Maps-ით, WhatsApp Chat-ით, Messenger Chat-ითა და MyCellfie App-ით ძირითადი ინტერნეტმოცულობის ხარჯვის გარეშე ისარგებლონ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს ფიქრი, როგორ გაიკვლიოს გზა, ისარგებლოს ტრანსპორტით და დარჩეს უწყვეტ კავშირზე უცხო ქვეყანაში. საკმარისია „სელფის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება და აღნიშნული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება პაკეტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც პაკეტში შემავალი მეგაბაიტები უკვე ამოწურულია. ამასთან, „სელფი“ მომხმარებლებს როუმინგის ინტერნეტპაკეტებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს,“ - აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

„როგორც N1 ქსელი სამოგზაუროდ, გვინდა, რომ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კარგ შთაბეჭდილებებთან და არა კავშირის პრობლემებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ კამპანიაც და გადავწყვიტეთ, როუმინგის უპირატესობებზე თავად კომპანიის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. როდესაც პროდუქტის ასე გვჯერა, გვინდა, ეს გზავნილიც პირდაპირ და გულწრფელად მივიტანოთ მომხმარებლამდე,“ - აცხადებს მარიამ ფირცხალაიშვილი, „სელფის“ მარკეტინგის ლიდი.

როუმინგის პაკეტების შესახებ დეტალურად: როუმინგი / როუმინგის პაკეტები - Cellf

დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ 

http://cellfie.ge;ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

სელფი“, N1 ქსელი სამოგზაუროდ, როუმინგის განახლებული შეთავაზებით საზღვარგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს Uber, Bolt, Google Maps, WhatsApp Chat, Messenger Chat და MyCellfie App-ზე წვდომა ინტერნეტის დამატებითი ხარჯვის გარეშე შეუძლიათ. ამ აპლიკაციებით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტები  ამოიწურება.

„სელფის“ როუმინგის სხვა უპირატესობებზე სარეკლამო ვიდეორგოლში პირადად საუბრობს კომპანიის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე. [ლინკი ვიდეოზე]

მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე უწყვეტი წვდომა, რომლებიც ნავიგაციას, გადაადგილებასა და კავშირზე ყოფნას ამარტივებს. „სელფის“ როუმინგის შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Uber-ით, Bolt-ით, Google Maps-ით, WhatsApp Chat-ით, Messenger Chat-ითა და MyCellfie App-ით ძირითადი ინტერნეტმოცულობის ხარჯვის გარეშე ისარგებლონ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს ფიქრი, როგორ გაიკვლიოს გზა, ისარგებლოს ტრანსპორტით და დარჩეს უწყვეტ კავშირზე უცხო ქვეყანაში.

საკმარისია „სელფის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება და აღნიშნული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება პაკეტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც პაკეტში შემავალი მეგაბაიტები უკვე ამოწურულია. ამასთან, „სელფი“ მომხმარებლებს როუმინგის ინტერნეტპაკეტებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს,“ — აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

როგორც N1 ქსელი სამოგზაუროდ, გვინდა, რომ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კარგ შთაბეჭდილებებთან და არა კავშირის პრობლემებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ კამპანიაც და გადავწყვიტეთ, როუმინგის უპირატესობებზე თავად კომპანიის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. როდესაც პროდუქტის ასე გვჯერა, გვინდა, ეს გზავნილიც პირდაპირ და გულწრფელად მივიტანოთ მომხმარებლამდე,“ - აცხადებს მარიამ ფირცხალაიშვილი, „სელფის“ მარკეტინგის ლიდი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა