თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
6 და 7 ნოემბერს თბილისში ორდღიანი რეგიონული კონფერენცია "სანდო ბანკინგი: ბიზნესის მდგრადობა შესაბამისობის გზით" ჩატარდა. ღონისძიება ავსტრიული საბანკო ჯგუფის Raiffeisen Bank International-ის ინიციატივით და “საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ორგანიზებით გაიმართა. თიბისისთან ერთად კონფერენციის მხარდამჭერი “აზიის განვითარების ბანკი” იყო.
ღონისძიებაზე აქცენტი საერთაშორისო რეგულაციებსა და მათთან შესაბამისობაზე გაკეთდა. კონფერენციის ფარგლებში ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ პრაქტიკებზე, რომლებიც ხელს უწყობს შესაბამისობის სტანდარტების დაცვას, რისკების შემცირებასა და საერთაშორისო ვაჭრობის უსაფრთხო და გამჭვირვალე განხორციელებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და ევროპიდან, მათ შორის, მსხვილი გერმანული და ავსტრიული ბანკები - Commerzbank, Raiffeisen Bank International, Oddo BHF, LBBW; კონფერენციას ასევე დაესწრნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, აზიის განვითარების ბანკი. ღონისძიებამ გააერთიანა როგორც მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე, მსხვილი იმპორტიორები და ექსპორტიორები რეგიონის ქვეყნებიდან.
კონფერენცია სხვადასხვა ფორმატში ჩატარდა და მოიცავდა როგორც ექსპერტთა პრეზენტაციებს, ასევე პანელურ დისკუსიებს.
“თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ზედმიწევნით მიჰყვება ყველა საერთაშორისო რეგულაციას - ეს ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ბანკისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ კომპანიებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია საერთაშორისო რეგულაციებსა და შესაბამისობის სტანდარტებზე. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს მსგავს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სანდო და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს კერძო სექტორს, მიიღოს უახლესი ინფორმაცია წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მარეგულირებელი ორგანოებისგან, რაც გააძლიერებს მათ საქმიანობას გლობალურ ბაზრებზე”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსების და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.
„Raiffeisen Bank International-ში გვჯერა, რომ ნდობა და საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობა საბანკო სექტორში გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობების საფუძველია. მოხარულები ვართ, რომ რეგიონული კონფერენცია სწორედ საქართველოში გაიმართა - პროგრესულ ქვეყანაში, რომელიც ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. რეგიონს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენ კი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მოლოდინი გვაქვს”,- კრისტიან ნოლი, Raiffeisen Bank International-ის საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი, კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგის ინსტიტუციური კლიენტების მიმართულება.
სხვა სიახლეები
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას - ერიკ ტრამპი
16.09.2026.01:28
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ნამდვილად განსაკუთრულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას,- განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა ???????????????????? ???????????????????? ????????????????????????????-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.
მისი თქმით, საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მისი სურვილია, რომ ???????????????????? ???????????????????? ???????????????????????????? იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ.
„ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა განვსაზღვროთ ქალაქის ჰორიზონტი და გვინდა, რომ ახლებური იერი და სახე შეიძინოს ქალაქმა ამ საუკუნეში. მინდა, რომ მხარი დავუჭირო ამ პროექტს, დეველოპმენტზე მომუშავე მთელი გუნდი, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, ისინიც ასევე მზად არიან, რომ მთელი გული და სული ჩადონ ამ პროექტში, რომ ეს მართლაც გახდეს საუკეთესო შენობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არა მარტო თბილისში. ნამდვილად, საქართველო - ეს არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მინდა, რომ ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ. ნამდვილად ჩვენ ვიცით, რომ პრესტიჟული ბრენდები არიან წარმოდგენილები და მინდა, რომ ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რითაც ნამდვილად ვიამაყებთ.
უპირველეს ყოვლისა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილითვე ბევრი ინტერვიუ მივეცი არა მარტო ევროპის მასშტაბით, ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკაში, ვისაუბრე საქართველოზე, თბილისზე. ეს არის მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ცნობილი და ფართომასშტაბიანი უძრავი ქონების ბრენდი. როდესაც შემოვალთ თბილისში, უფრო შესამჩნევი გახდება თბილისი.
მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი და ტრამპ თაუერი ნიუ-იორკში ყველაზე წარმატებული შენობაა, რომელიც კი აშენებულა დედამიწის ზურგზე. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის გარდა თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო ბევრი წლის წინ და განახორციელა“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.