მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

TOP 5 კერძო უნივერსიტეტი 2025 წლის III კვარტლის ბრუნვის მიხედვით

news image
mbc image

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი უნივერსიტეტები ცნობილია (2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემები). როგორც ირკვევა მესამე კვარტალში წამყვანი უნივერსიტეტების ნუსცა იგივეა, რაც 2025 წლის მეორე კვარტალში იყო. 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5  უნივერსიტეტი გამოიკვეთა: 

  • შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • შპს კავკასიის უნივერსიტეტი
  • შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
  • შპს საქართველოს უნივერსიტეტი
  • შპს ევროპის უნივერსიტეტი

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

საინტერესოა, ვინ არიან ბრუნვის მიხედვით TOP 5 უნივერსიტეტის მფლობელები: 

შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 20/07/1995. კომპანიის 50%-ის მფლობელია შპს პროგრეს 2012, 25%-ის ნურლან სადიგზადე, 12.5%-ის ვახტანგ წივწივაძე, ხოლო დარჩენილი 12.5%-ის ვასილ ჩიგოგიძე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ვახტანგ წივწივაძე.

შპს კავკასიის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 21/10/2004. კომპანიის აქციების 82%-ის მფლობელია ხატია გოგლიძე, 10,5%-ის თორნიკე შენგელია, 2.5%-ის ბორის ლეჟავა, 2.5%-ის მანანა თურქია, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის რატი სხირტლაძე. დირექტორი - კახა შენგელია.

შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს რეგისტრაციის თარიღია: 19/11/2001. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გია კავთელიშვილი. რექტორი -  გია კავთელიშვილი.~

შპს საქართველოს უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 26/07/2004. კომპანიის 50%-ის მფლობელია მანანა სანაძე, 37.5%-ის გიული ალასანია, ხოლო დარჩენილი 12.5%-ის ნიკოლოზი ალასანია. პრეზიდენტები - მანანა სანაძე და გიული ალასანია.

შპს ევროპის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 27/12/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ლაშა კანდელაკიშვილი. პრეზიდენტი - ლაშა კანდელაკიშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას - ერიკ ტრამპი

16.09.2026.01:28

მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ნამდვილად განსაკუთრულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას,- განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა ???????????????????? ???????????????????? ????????????????????????????-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.

მისი თქმით, საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მისი სურვილია, რომ ???????????????????? ???????????????????? ???????????????????????????? იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ.

„ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა განვსაზღვროთ ქალაქის ჰორიზონტი და გვინდა, რომ ახლებური იერი და სახე შეიძინოს ქალაქმა ამ საუკუნეში. მინდა, რომ მხარი დავუჭირო ამ პროექტს, დეველოპმენტზე მომუშავე მთელი გუნდი, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, ისინიც ასევე მზად არიან, რომ მთელი გული და სული ჩადონ ამ პროექტში, რომ ეს მართლაც გახდეს საუკეთესო შენობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არა მარტო თბილისში. ნამდვილად, საქართველო - ეს არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მინდა, რომ ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ. ნამდვილად ჩვენ ვიცით, რომ პრესტიჟული ბრენდები არიან წარმოდგენილები და მინდა, რომ ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რითაც ნამდვილად ვიამაყებთ.

უპირველეს ყოვლისა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილითვე ბევრი ინტერვიუ მივეცი არა მარტო ევროპის მასშტაბით, ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკაში, ვისაუბრე საქართველოზე, თბილისზე. ეს არის მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ცნობილი და ფართომასშტაბიანი უძრავი ქონების ბრენდი. როდესაც შემოვალთ თბილისში, უფრო შესამჩნევი გახდება თბილისი.

მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი და ტრამპ თაუერი ნიუ-იორკში ყველაზე წარმატებული შენობაა, რომელიც კი აშენებულა დედამიწის ზურგზე. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის გარდა თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო ბევრი წლის წინ და განახორციელა“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა