მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

წელს გვაქვს ძალიან წარმატებული და პოზიტიური დინამიკა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი წელს 5,3 მლნ-მდე გაიზრდება, ხოლო ბათუმში წელს დავხურავთ 1 მლნ 200 ათასი მგზავრით - თეა ზაქარაძე

news image
mbc image

20 წლის წინ, როცა „ტავ ჯორჯიამ“ საქართველოში საქმიანობა დაიწყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს წლიურად მხოლოდ 500 ათასი მგზავრი ჰყავდა, ბათუმს კი – 30 000. წლევანდელი მონაცემებით, ეს რიცხვი თბილისში 5,3 მილიონს გადააჭარბებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი – 1,2 მილიონს, – ასე აფასებს „ტავ ჯორჯიას“ საქართველოში ოპერირების 20-წლიან ისტორიას „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე. მისი თქმით, ციფრები ყველაზე კარგად გამოხატავენ იმ პროგრესს, რასაც კომპანიამ ამ 20 წლის განმავლობაში მიაღწია.

„დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს – დღეს „ტავ ჯორჯიას“ დაბადების დღეა. კომპანია 20 წელია, რაც მოღვაწეობს საქართველოში და ოპერირებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში. წელს გვაქვს ძალიან წარმატებული და პოზიტიური დინამიკა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი წელს 5,3 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო ბათუმში წელს დავხურავთ 1 მილიონ 200 ათასი მგზავრით.

რა თქმა უნდა, ძალიან შთამბეჭდავი ციფრებია, რადგან 2005 წელს თბილისში გვყავდა 550 000 მგზავრი, ხოლო ბათუმში – 30 000. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ – მართლა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩემს არაჩვეულებრივ, პროფესიონალურ გუნდთან ერთად და ყველა იმ პარტნიორთან, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ ორი აეროპორტის განვითარებაში. გამოვყოფდი ავიაკომპანიებს – იმ მთავარ და დიდ ავიაკომპანიებს, როგორიც არის Georgian Airways, Turkish Airlines, რომლებიც დღესდღეობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე დიდი გადამზიდავები არიან.

რაც შეეხება სერვისებს – ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე. დღეს უკვე გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი – რობოტი ტიჯი 1, ასევე გვყავს რობოტი ტიჯი 2, რომლებიც უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ოქტომბრიდან მგზავრებს მოემსახურებიან. ასევე, ჩვენ ზამთრის სეზონს გამოვიყენებთ იმ პროექტებისთვისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, რომელსაც ყოველწლიურად ვახორციელებთ ამ ორ აეროპორტში.

რაც შეეხება აეროპორტის გაფართოებას და იმ დიდ პროექტს, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ – ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები უკვე თითქმის ბოლოშია გასული ეკონომიკის სამინისტროსთან, და ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება,“ – აცხადებს თეა ზაქარაძე.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

16.06.2026.19:19

„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.

როგორ ხდება შეფასება?

პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.

ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.

ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939

expresslombard.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა