მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.3
-0.0084
flag
AZN 1.5651
-0.0014
flag
CNY 39.291
0.0048
flag
EUR 3.0779
0.0096
flag
GBP 3.5643
0.0125
flag
KZT 54.53
-0.0026
flag
TRY 0.0577
-0.0001
flag
USD 2.6607
-0.0018
news banner

ველოდებით, რომ საერთაშორისო სტარტაპებისთვის საქართველო გახდება ძალიან მიმზიდველი ადგილი და ამის ნიშნებს უკვე  ვხედავთ - ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

სწრაფი ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია ტექნოლოგიების ინდუსტრიის ზრდასთან, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, მთავრობის ინიციატივით ინოვაციური სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდა, რაც პირველ სამი წლის განმავლობაში 0%-იან საშემოსავლო საგადასახადო ტვირთს გულისხმობს. კასრაძის განმარტებითვე, ეკონომიკის დაჩქარებაში და მაღალი ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში უკვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს 8-მდე სტარტაპმა, რომელთაც შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით მიიღეს ოფიციალური სტატუსი. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას, რაც ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციას და ინოვაციური ეკონომიკის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

„ინოვაციები, ტექნოლოგიები არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სექტორი. თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს მის როლს ეკონომიკის განვითარებაში. ბოლო წლებში ჩვენი სწრაფი ეკონომიკური ზრდა პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია ამ ინდუსტრიის ზრდასთან და მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ეკონომიკის დაჩქარებაში ამ სექტორმა შეასრულა და კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს ამას. ამ მიმართულებით, ინოვაციების სტატუსის შემოღება საქართველოს მთავრობის  განზრახული გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ ჩვენ დამატებით მოვიზიდოთ მსხვილი საერთაშორისო ინვესტიციები ქართულ ბიზნესში, ტექნოლოგიურ სექტორში და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ეს უზრუნველყოფს დამატებითი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყანაში დამატებითი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვინდა რომ ეს ტექნოლოგიური სიკეთეები საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს და ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაცია უზრუნველყოს.

სტარტაპის სტატუსი თავისთავად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მთავრობის მხრიდან. წლების განმავლობაში ჩვენ ინოვაციურ სტარტაპებს სხვადასხვა კუთხით ვეხმარებოდით. ეს იყო დაფინანსებასთან წვდომის უზრუნველყოფა, საერთაშორისო-საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირება მათი,  საერთაშორისო აქსელერატორის პროგრამები, ინკუბატორის პროგრამები, რაც უზრუნველყოფდა ჩვენი სტარტაპების კიდევ უფრო სწრაფად განვითარებას და ამასთან ერთად, ჩვენ ვთქვით რომ მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო კუთხით კიდევ დამატებითი მექანიზმი შემოვიღოთ და უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები კეთდება ინოვაციური სტარტაპებისთვის. 

პირველი სამი წლის განმავლობაში აბსოლუტურად განულებული არის მათი საშემოსავლო-საგადასახადო ტვირთი, რომელიც არის ყველაზე დიდი ტვირთი სტარტაპებისთვის, რომლებიც ჯერ პროდუქტის განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი და მათ არც კი დაუწყიათ პროდუქტის გაყიდვა. შესაბამისად,  ისინი ქმნიან ინოვაციურ პროდუქტს და ამ პერიოდში აბსოლუტურად ყველა თანამშრომელზე მათ ექნებათ 0 %-იანი საგადასახადო რეჟიმი, რაც 20 %-ით უზოგავს ნებისმიერ ხარჯს, რაც გულისხმობს იმას, რომ უფრო მეტი რესურსი მიემართება განვითარებაში და საერთაშორისო კონკურენციაში გამარჯვების. როცა ვსაუბრობთ ინოვაციურ სტარტაპებზე, ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური დონის სტარტაპებზე. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. 

8 სტარტაპმა უკვე მიიღო ინოვაციური სტარტაპის სტატუსი. არ არის მარტივი სტარტაპის სტატუსის მიღება. ძალიან ბევრი რთული კრიტერიუმებია, რომელიც მათ უნდა დააკმაყოფილონ. ინვესტიცია უნდა ჰქონდეთ მოზიდული, ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთ სტარტაპებზე,  რომელსაც ინვესტიცია არ აქვთ მოზიდული ან  ინოვაციებისა და  ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამაში უნდა იყვნენ გამარჯვებული, რომელიც ასევე რთული პროცესია. საერთაშორისო ვენჩურული საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლებისგან შედგება კომისია, რომლებიც არჩევენ დაფინანსებულებს და თან ინვესტიცია ყველასგან არ ითვლება ინვესტიციად. კვალიფიციური ინვესტიცია სტარტაპის სტატუსის მისაღებად  ეს უნდა იყოს ან ვენჩურული

საინვესტიციო ფონდი, ან ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ან საერთაშორისო აქსელერატორი და ინკუბატორი - ან კიდევ, როგორც ვამბობთ, საქართველოს მთავრობა, ამ შემთხვევაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გასცემს გრანტს. ამის შემდეგ, ჩვენ ცალკე ვამოწმებთ პროექტის ინოვაციურობის და ვადარებთ, რამდენად არის მისი ყოველწლიური შემოსავლები და ხარჯები დაკავშირებული ინოვაციურ საქმიანობასთან.

ჩვენ არ გვინდა სტატუსი მივცეთ სტარტაპს, რომლის საქმიანობის მხოლოდ მცირე ნაწილი არის ინოვაციური, ხოლო დანარჩენი ტრადიციული ბიზნესია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათი დავაწესეთ მყარად ინოვაციურ ბიზნესთან მიმართებაში, რაც არამარტო რეგიონის მასშტაბით, მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც უნიკალური საგადასახადო შეღავათებია და როდესაც ვსაუბრობთ ციფრებზე და ეკონომიკის ზრდაზე  საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას დიდი როლი აქვს, სტარტაპების მიმართულებას კიდევ უფრო დიდი როლი შეიძლება ჰქონდეს მომავალში. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ საერთაშორისო სტარტაპებისთვის საქართველო გახდება ძალიან მიმზიდველი ადგილი და ამის ნიშნებს ჩვენ ვხედავთ არამარტო რეგიონალური სტარტაპებიდან, არამედ უფრო ფართო მათ შორის, დასავლეთ ევროპის სტარტაპები იქნება თუ ამერიკული სტარტაპები, არის ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ახალი ჰაბი ამ მიმართულებით, რომ სტარტაპები გადმოიტანონ აქ, რაც პირდაპირ ნიშნავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ უცხოური სტარტაპები მთელ სტაფს საქართველოში გადმოიყვანენ. შესაბამისად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ჩვენი ეკონომიკის განვითარების“, - აცხადებს ავთანდილ კასრაძე.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ასობით წერილი კაპიტანს - საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა

09.06.2026.18:25

ზოგიერთი ისტორია მხოლოდ სტატისტიკა არ არის.

129 მატჩი. 17 წელი. ათობით დაუვიწყარი საღამო, გამარჯვება, მარცხი, ემოცია, რომელიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში დარჩა. მაგრამ გურამ კაშიას ისტორია ამ რიცხვებზე ბევრად მეტია. ეს არის იმ ადამიანის არ გაჩერების ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წინ საკუთარი მაგალითით მიუძღოდა - მაშინაც, როცა ტრიბუნები ზეიმობდა და მაშინაც, როცა ყველაზე რთულ წუთებში გუნდის გვერდით დგომა იყო საჭირო.

2 ივნისს ეროვნული ნაკრების მაისურით კაპიტანი ბოლოჯერ ვიხილეთ.

მომენტი, რომლის დადგომაც თითქოს ყველამ ვიცოდით, მაგრამ რომლისთვისაც მზად არავინ ვიყავით.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა სპონსორმა, შექმნა სპეციალური პლატფორმა - arg4cherde.ge, რომლის მეშვეობითაც თითოეულ გულშემატკივარს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი სიტყვებით ეთქვათ მადლობა კაპიტანისათვის.

რამდენიმე დღეში პლატფორმა ათასობით წერილმა, მოგონებამ და ემოციამ გააერთიანა. გულშემატკივრები იხსენებდნენ ისტორიულ გამარჯვებებს, ნაკრებთან დაკავშირებულ ყველაზე ემოციურ მომენტებს და იმ როლს, რომელიც გურამ კაშიამ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეასრულა.

“შენ იყავი ერთ ერთი ღირსეული კაპიტანი რომელმაც საქართველო ევროპაზე გაიყვანა მადლობა კაპიტანო ყველა მოგებული თუწაგებული თამაშისთვის”.

ბევრი წერილი კაშიას იმ თვისებებს ეხებოდა, რომლებიც მან წლების განმავლობაში არაერთ თაობას აჩვენა - ლიდერობას, პასუხისმგებლობასა და თავდადებას.

“კაშო, 17 წლის განმავლობაში თქვენ არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდით მოედანზე, არამედ მაგალითი იყავით თაობებისთვის. თქვენი თავდადება, პროფესიონალიზმი და ლიდერობა საქართველოს ფეხბურთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. კაპიტნის სამკლაურით თქვენ აერთიანებდით გუნდს, შთააგონებდით გულშემატკივრებს და ამაყად ატარებდით ქვეყნის სახელს. მადლობა თითოეული მატჩისთვის, თითოეული ბრძოლისა და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ქართველ ხალხს აჩუქეთ. თქვენი გზა დარჩება შთაგონებად მომავალი თაობებისთვის”.

გულშემატკივრები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ იმ ემოციებსაც, რომლებიც კაპიტანმა და ეროვნულმა ნაკრებმა მთელ ქვეყანას აჩუქეს.

“მადლობა კაპიტანო! მადლობა რომ ფეხბურთი შეგვაყვარე, მადლობა რომ იყავი ღირსეული კაპიტანი! მადლობა რომ გვაჩუქე ის სანახაობა, რომელიც მუდამ გაგვახსენებს შენ თავს! ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იქნება შენი სახელი, როგორც ნამდვილი, მებრძოლი ფეხბურთელის. მადლობა რომ ისტორია შეგვიქმენი და გვაჩვენე როგორია იყო წარმატებული ადამიანი!”

თუმცა წერილები მხოლოდ დამშვიდობებას არ ეხებოდა. ბევრი მათგანი იმ იმედსაც გამოხატავდა, რომ კაპიტნის გზა ქართული ფეხბურთის გვერდით ამით არ სრულდება.
“ეს არ არის დასასრული, ეს დასაწყისია. ახალ ეტაპებს ველოდებით შენთან ერთად. არ დაგვეკარგო კაპიტანო, გვიყვარხარ”.

საბოლოოდ, arg4cherde.ge ერთ დიდ სამადლობელ წერილად იქცა - წერილად, რომელსაც ასობით ავტორი ჰყავს, მაგრამ ერთი საერთო სათქმელი: მადლობა, კაპიტანო.
გურამ კაშია ის კაპიტანია, რომლის გვერდითაც რამდენიმე თაობა გაიზარდა. ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში გვახსენებდა, რომ ნამდვილი ლიდერობა ხმამაღალ სიტყვებში კი არა, ყოველდღიურ შრომაში, თავდადებაში, პასუხისმგებლობასა და არ გაჩერებაშია.

„არ გაჩერდე“ მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც მუდმივ განვითარებას, წინსვლას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას გულისხმობს. სწორედ ამ იდეის მაგალითია გურამ კაშიას კარიერაც - გზა, რომელიც 21 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში დებიუტით დაიწყო და 17 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩით, ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის კაპიტნობითა და არაერთი ისტორიული გამარჯვებით გაგრძელდა. ყოველი ახალი ეტაპი, ყოველი გამოწვევა და ყოველი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ წარმატების უკან სწორედ არ გაჩერების ძალა დგას.

„გურამ კაშიას წვლილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მატჩებითა და ტიტულებით არ იზომება. ის იმ ადამიანებს შორისაა, ვინც მთელი თაობისთვის ლიდერობის, ღირსებისა და თავდადების მაგალითი გახდა. ამავდროულად, მისი კარიერა ზუსტად ასახავს იმ იდეას, რომლისაც ჩვენ გვჯერა - არ გაჩერდე. თუმცა, გურამის ისტორია მხოლოდ მოედანზე მიღწეული წარმატებების ისტორია არ არის. ეს არის განსაკუთრებული კავშირი ეროვნულ ნაკრებსა და გულშემატკივრებს შორის, რომელიც წლების განმავლობაში ერთად გადატანილი ემოციებით, გამარჯვებებით, იმედგაცრუებებითა და ისტორიული მომენტებით შეიქმნა. გვინდოდა, ქომაგებს ჰქონოდათ სივრცე, სადაც შეძლებდნენ ამ ემოციების გაზიარებას, საკუთარი მადლიერების გამოხატვას და კაპიტნისთვის მადლობის თქმას. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა arg4cherde.ge“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ასობით წერილი, ათასობით მადლობა და ერთი საერთო სათქმელი - კაპიტანო, მადლობა.

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა