მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161.2
0.0002
flag
AZN 1.542
-0.0006
flag
CNY 38.824
-0.0025
flag
EUR 3.0212
-0.0052
flag
GBP 3.5216
-0.008
flag
KZT 55.88
-0.0016
flag
TRY 0.0549
-0.0002
flag
USD 2.621
-0.0013
news banner

ვგეგმავ პატარა სახელოსნო-სასტურმოს აშენებას - ქეთი მექერიშვილის „ქართული მინა“

news image
mbc image

მხატვრული მინის დიზაინერი ქეთი მექერიშვილი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ის აქტიურად თანამშრომლობს დამკვეთებთან და არსებულ მოთხოვნას საკმაოდ დადებითად აფასებს. ის საკუთარი სახელოსნო-სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ ქეთი მექერიშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა. მისივე თქმით, ადგილზე მისვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
„სამომავლოდ, კვლავ გავაგრძელებ დამკვეთებთან მუშაობას, რადგან ძალიან გაიზარდა ინტერესი და მოთხოვნა მათი მხრიდან. გარდა ამისა, ჩემი სურვილია კახეთში, გურჯაანში, ულამაზეს ხეობაში, სადაც პანდემიის დროს გადმოვედი საცხოვრებლად და შევიძინე მიწის ფართი, ავაშენო პატარა ხის სახელოსნო-სასტუმრო, სადაც მსურველები ეზიარებიან მინაზე მუშაობის ალქიმიასა და ხელოვნებას. დარჩებიან სასურველი დროის მანძილზე. ვისაუბრებთ ხელოვნებაზე ტყისა და კავკასიონის ხედების ფონად. ეს პროცესი, რომელიც არის ძალიან საინტერესო და პოზიტიური კიდევ უფრო დაახლოების და გააცნობს მინის დამუშავებას ადამიანებს “, - განმარტავს ქეთი მექერიშვილი.
ცნობისთვის, თავად ქეთი პროფესიით დიზაინერია. საქართველოში თეორიული სწავლის შემდეგ, ევროპაში კერძოდ კი საბერძნეთში მიიღო პრაქტიკული გამოცდილება, შემდეგ კი კვლავ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა და წლების განმავლობაში მივიწყებული დარგის ხელახლა გაცოცხლება გადაწყვიტა. მან თავდაპირველად, საქმიანობა თბილისში დაიწყო, შემდეგ კი კახეთში, გურჯაანში გააგრძელა. ის საკუთარი ხელით ამუშავებს მინას და საკუთარი დიზაინით, ქართულ მოტივებზე ქმნის ყველა ნივთს, რომლის ანალოგსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ

07.08.2026.18:24

1-ლი სექტემბრიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ.

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სრულად უფასო იქნება, ხოლო სტუდენტები მგზავრობის საფასურზე 50%-იან შეღავათს მიიღებენ.

შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი აქტიური სტატუსი და ფლობენ საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card.  ბარათების მფლობელებისთვის შეღავათი პირველი სექტემბრიდან ავტომატურად გააქტიურდება.

ინფორმაციისთვის, ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში წელს ჩარიცხული სტუდენტები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას სტუდენტური სტატუსის გააქტიურებისთანავე შეძლებენ.

მომხმარებლებს, რომლებსაც საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card ჯერ არ აქვთ, მისი შეკვეთა, ონლაინ, მარტივად, რამდენიმე წამში მობილბანკიდან და sCoolApp-დან არის შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა