მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.2
-0.0043
flag
AZN 1.5743
-0.0007
flag
CNY 39.316
-0.0052
flag
EUR 3.1079
-0.0067
flag
GBP 3.5848
0.0089
flag
KZT 56.82
-0.0041
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6758
-0.0016
news banner

ComCom-მა უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 120 მოსწავლე გადაამზადა

news image

კომუნიკაციების კომისია უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს შეუერთდა, რომლის მიზანიც ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიური და უსაფრთხო გამოყენებაა.

ინიციატივის ფარგლებში, კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანა გვეტაძემ, სკოლებში სასწავლო შეხვედრები ჩაატარა.

შეხვედრებს საჯარო სკოლის მეორე და მესამე კლასის 120 მოსწავლე დაესწრო.

მოზარდებმა კომუნიკაციების კომისიის “Happy Onlife”-ის თამაშის მეშვეობით, ინტერნეტის სწორად გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

“Happy Onlife”  ევროკავშირის წარმატებულ პროექტად აღიარებული ონლაინ აპლიკაციაა, რომელიც 9 ენაზეა ხელმისაწვდომი და ციფრულ სივრცეში უსაფრთხო ნავიგაციის სწავლებას ემსახურება. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც iOS, ისე Android სისტემების მოწყობილობებზე.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებაზე მეექვსე წელია ზრუნვას.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

კიბერუსაფრთხოება
image განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის მართვა

06.10.2025.12:41

ტრადიციულად ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა და საქართველოს საბანკო ასოციაცია პრაქტიკულ რჩევებს გთავაზობთ თქვენი საქმიანობის კიბერუსაფრთხოებისთვის. 

ამ სერიას ბევრი ქართული კომპანიისთვის ნაცნობი საკითხით გავხსნით: როგორ შევამციროთ  განახლებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები? როგორ გამოვიყენოთ ისინი უსაფრთხოდ სრულ განახლებამდე?

ყველა პროგრამულ უზრუნველყოფას, ოპერაციულ სისტემას და მოწყობილობას რესურსის ამოწურვამდეც გასდის მოქმედების ვადა. იდეალურ შემხვევაში, ისინი უნდა ჩანაცვლდეს ახლით, თუმცა ხშირად რეალობა სხვაგვარია და კომპანიების უმეტესობა განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებას აგრძელებს.  

რა საფრთხის წინაშე არიან კომპანიები განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებისას?

  1. მოწყობილობაზე აღარ გამოდის უსაფრთხოების განახლებები, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მათზე არსებული მოწყვლადობები ცნობილი გახდება კიბერთაღლიღებისთვის და ისინი კომპანიის საზიანოდ მათ გამოყენებას ეცდებიან.
  2. თუ მწარმოებელი განახლებებს აღარ უშვებს, მოწყობილობაზე აღმოჩენილი მოწყვლადობები მოუგვარებელია და უსაფრთხოების ზომები გატარებული არ არის. ეს არსებითად ზრდის ორგანიზაციაში კიბერშეტევის განხორციელების ალბათობას ვირუსის ან მავნე კოდის შეტანის სახით და უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ორგანიზაციის საქმიანობას და ფუნქციონირებას.

რა უნდა მოიმოქმედონ ორგანიზაციებმა, რომლებიც სრულად ვერ ანაცვლებენ განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ მოწყობილობებს, ზემოაღნიშნული საფრთხეების შესამცირებლად?

1. პირველ რიგში შეადარეთ ვადაგასული მოწყობილობის გამოყენების შედეგად რეალიზებული რისკი მოწყობილობის განახლების/ჩანაცვლების ხარჯთან - 
დაგეგმეთ მოწყობილობების განახლება ეტაპობრივად. კიბერშეტევა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე განახლება!

2.   შეამცირეთ კიბერშეტევის ალბათობა ამ მოწყობილობებზე წვდომების შეზღუდვით - ქსელური სეგმენტაცია, წვდომა მხოლოდ კონკრეტული წერტილიდან/არხიდან, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის და არასდროს დისტანციურად;

3. შეამცირეთ კიბერშეტევის მასშტაბი - მოწყობილობებზე დატოვეთ მხოლოდ აქტუალური სერვისები და მსგავსი მოწყობილობიდან კონფიდენციალურ/სენსიტიურ მონაცემებზე და სერვისებზე წვდომები შეზღუდეთ; 

4. დააყენეთ ორგანიზაციაში ანტივირუსული სისტემები და ქსელური ნაკადის ფილტრაციის ხელსაწყოები

5. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურას გარე მომსახურე კომპანია მართავს, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება მათაც მოსთხოვეთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა