2024 წელს Galt & Taggart-ო ეკონომიკის ზრდას 5%-ის ფარგლებში პროგნოზირებს
2024 წელს Galt & Taggart-ო ეკონომიკის ზრდას 5.0%-ის ფარგლებში პროგნოზირებს. როგორც Galt & Taggart-ის მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციების შეფასებაშია განმარტებული, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6.2%-მდე დაჩქარდა, წინა 3 თვის შენელებული ზრდის შემდეგ.
„რაც ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, რაც ასევე თანხვედრაშია ჩვენს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის 6.8%-იან პროგნოზთან. რაც შეეხება 2024 წელს, ჩვენი პროგნოზით რეალური მშპ-ის ზრდა 5.0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით l თამარ იოსელიანი
19.05.2026.20:11
ბაქოსთან ყოველდღიური სარკინიგზო კავშირის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენმა მოსახლეობამ სერვისით სრულფასოვნად ისარგებლოს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთლიანად რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, ბაქოსა და თბილისს შორის 6 წლიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.
„გუშინ ნამდვილად ისტორიული დღე გვქონდა - უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს და შესაბამისად, ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა იმოგზაურონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მატარებლებით. ყოველდღიურად ბაქო-თბილისის მიმართულებით შესრულდება რეისები, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.