მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

2025 წელს ტურიზმის შემოსავლების რეკორდული ზრდაა - 6%-იანი მატება 2024 წელთან შედარებით და 4,7 მლრდ. აშშ. დოლარის საერთო დანახარჯები - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

როგორც მოსალოდნელი და პროგნოზირებული იყო, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლების ნაწილშიც რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - 6%-იანი ზრდა 2024 წელთან შედარებით და 4,7 მლრდ. აშშ. დოლარის საერთო დანახარჯები ტურიზმის ინდუსტრიაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, ზრდადი იყო შემოსავლები 2025 წლის მე-4 კვარტალში, სადაც ეს მაჩვენებელი 9.2%-ით გაიზარდა და 1,052.4 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლების ზრდა ძირითადად სამიზნე ბაზრებზე მოდის. „ესაა ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ყურის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიმდინარე წელსაც, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აზიის მიმართულებებზე, როგორც სამიზნე ბაზრებზე. „ინდოეთისა და ჩინეთის ბაზრები ასევე პრიორიტეტული მიმართულებებია. მიმდინარე წლის განმავლობაში ამ ბაზრებზე მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობებიადაგეგმილი, რომელზეც ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტის წარმოჩინება მოხდება. შედეგად, 2026 წელს კიდევ უფრო საინტერესო ტურისტულ წელს ველოდებით,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

16.10.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9274 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9274 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა