2025 წლის 9 თვეში თბილისში გაყიდული ბინების 11% ისრაელის მოქალაქეებმა შეიძინეს - Galt & Taggart
Galt & Taggart თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2025 წლის სექტემბერში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვებმა პიკს მიაღწია. პირველად ბაზარზე რეკორდული აქტივობა ძირითადად განაპირობა რამდენიმე მსხვილ პროექტში წინასწარი გაყიდვების დაწყებამ. მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობამ 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ დონეს მიაღწია. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობამ ზრდა განაგრძო, რაც მიუთითებს, რომ გაზრდილი მიწოდება კვლავ საყურადღებოა. ამასთან, ფასმა ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე.
2025 წლის ოქტომბერში, Galt & Taggart-მა ჩაატარა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 100-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს). კვლევის შედეგებზე დაყრდნობით:
• 2025 წლის სექტემბერში შერჩეული დეველოპერების პროექტებში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 81.8%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ახალ მასშტაბურ პროექტებში წინასწარი გაყიდვების დაწყებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დინამიკა ფიქსირდება გაყიდული ბინების ფართობის ანალიზითაც.
• პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 87% გაყიდულია. გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.
• 2025 წლის 9 თვეში თბილისში ბინების 11% ისრაელის მოქალაქეებზე გაიყიდა
Galt & Taggart-ის განახლების თანახმად 2025 წლის 9 თვეში თბილისში ბინების 11% ისრაელის მოქალაქეებზე გაიყიდა.
სხვა სიახლეები
Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთ l კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი
12.08.2026.19:54
ჩვენმა, Jan De Nul-ის ბელგიელმა ინჟინრებმა, ჩვენს ჰოლანდიელ კონსულტანტ კომპანია Royal HaskoningDHV-სთან ერთად, უზარმაზარი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები გასწიეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაკლიის პორტი სრულად შეესაბამებოდეს იმას, რაც დამკვეთს სურს, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში სამშენებლო სამუშაოებს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა ადგილზე გაეცნენ.
როგორც Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფოს ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომელთაც კომპანია სამუშაო პროცესში სრულად ითვალისწინებს.
„ჩვენ აქ ვართ, რათა ავაშენოთ ზუსტად ის, რაც სახელმწიფოს სურს. ჩვენი პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს იმას, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ. Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯეფექტური გავხადოთ“, - განაცხადა ტიმ დევოლდერმა.