მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

2025 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.8%-ით გაიზარდა და ₾70.0 მილიარდი შეადგინა - საქსტატი

news image
mbc image

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.8 პროცენტით გაიზარდა და 70.0 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 27.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.5 პროცენტით მეტია. 2025 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.7 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 17.9 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 43.6 პროცენტი, საშუალოზე — 24.9 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 31.5 პროცენტი.

2025 წლის IV კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 35.6 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 20.2 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.0 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2025 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 839.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.7 პროცენტი — კაცი.

 

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.4 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 39.2 პროცენტი — მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 782.8 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 6 260.3 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.1 პროცენტით მეტი). 2025 წლის IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 608.4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 241.3 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 998.0 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 150.7 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო: ⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 743.7 ლარი; ⦁ საშუალო ბიზნესი – 3 084.9 ლარი; ⦁ მცირე ბიზნესი – 2 152.2 ლარი.

2025 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35.9 პროცენტი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.9 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 7.3 პროცენტიანი წილით, მშენებლობა — 6.4 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.5 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.3 პროცენტიანი წილით, ხოლო 9.7 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა. 

2025 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (18.6 პროცენტი), ვაჭრობა (18.5 პროცენტი), მშენებლობა (18.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.3 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 26.6 პროცენტიანი წილი ეჭირა.

2025 წლის IV კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.0, 11.1 და 8.9 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა მშენებლობის (8.4 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.4 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.5 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.5 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა - ირაკლი ნადარეიშვილი

12.10.2026.16:11

„ქართული ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემა გამოირჩევა თავისი მდგრადობით და მიმზიდველობით, მათ შორის რეგიონის ჭრილში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მის ფარგლებში ბოლო დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მთავრობა ძალიან აქტიურად ახორციელებს როგორც პოლიტიკის, ასევე პრაქტიკულ ნაწილში სტარტაპების მხარდაჭერას, ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას, გლობალური ტექ კომპანიების მოზიდვას და სხვა.

„ყველა ის ღონისძიება, ყველა ის ინიციატივა, რომელიც დაკავშირებული იყო სტარტაპის სტატუსის შემოღებასთან, მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები, საგრანტო პროგრამები, რომელთაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებს, ასევე ჩვენს ქვეყანაში შემოსული უმსხვილესი აქსელერატორები და ვენჩურული კაპიტალი განაპირობებს იმას, რომ რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, შედეგად, დღეს სახეზეა ტალანტის და სტარტაპების ძალიან პოზიტიური მიგრაცია რეგიონიდან საქართველოში.

„საქართველოდან რეალურად მათ ძალიან ეფექტურად ეხსნებათ წვდომა დასავლურ კაპიტალზე, საერთაშორისო ქსელებზე, მომხმარებლებზე და ასე შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა