2026 წელს Grossmann თბილისში მინიმუმ 3 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს
2026 წელს Grossmann • გროსსმანნ თბილისში მინიმუმ 3 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში Grossmann-ის დამფუძნებელმა ვახტანგ კაჭარავამ განაცხადა, კომპანია 2025 წელს სამ ფილიალით დაასრულებს და გაფართოებას უკვე მომავალი წლიდან გეგმავს.
„მიმდინარე წელს ფილიალის დამატებას აღარ ვფიქრობთ - ალბათ, უფრო შემდეგი წლიდან. ეს სეზონი შედარებით პესიმისტურად გამოვიდა: ბევრი სხვადასხვა ფაქტორი იყო. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ საშუალო კომპანიებისთვის ბანკების მხრიდან დაფინანსების შეზღუდვამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ბაზარზე კლიენტების აქტივობის კუთხით.
მე ვფიქრობ, რომ ეს ტურბულენცია აუცილებლად დალაგდება. მეტწილად არჩევნების შემდეგ არის ხოლმე ციებ-ცხელება. ვფიქრობ დალაგდება. უფრო დიდ სურათში, რომ ავიღოთ რაზეც გრძელვადაში შეიძლება ვისაუბროთ და სამშენებლო ნებართვები დიდი რაოდენობით არის გაცემული და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დიდი ინტერესია, ვფიქრობ, რომ პოტენციალი დიდია. ეს ტურბულენცია აუცილებლად გაივლის და 2026 წლიდან მინიმუმ 3 ფილიალი უნდა დავამატოთ. ეს არის მინიმუმი. და თუ ყველაფერი კარგად იქნება და კიდევ უფრო კარგი ეკონომიკური გარემო იქნება ქვეყანაში მგონია, რომ შესაძლებელია მეტი ფილიალის დამატებაც“, - აცხადებს Grossmann-ის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, Grossmann-ი ფოკუსირებულია ქსელის განვითარებაზე და შიდა მართვის სისტემების გამართვაზე და ამიტომაც რეგიონებში შესვლას ამ ეტაპზე არ განიხილავს. თუმცა კომპანიის გეგმებში დიდი ქალაქების დაფარვაა.
„ჯერჯერობით თბილისზე ვიქნებით უფრო მეტად ფოკუსირებული. როდესაც თბილისში უკვე გვექნება 10-მდე ფილიალი, ამის შემდეგ გადავალთ რეგიონებზე. რთულია მართვა, როდესაც გუნდი ახალგაზრდა არის და გამოცდილებაც შედარებით ნაკლები აქვს, რომ დისტანციურად მართო რაღაცეები გეოგრაფიული ლოკაციებიდან გამომდინარე. ამიტომ გვინდა, რომ ჯერ თბილისში სისტემები კარგად აეწყოს და ამის შემდეგ გადავიდეთ რეგიონების ათვისებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიდი ქალაქებში ვიყოთ“, - აცხადებს ვახტანგ კაჭარავა.
Grossmann-ის ფორმატი დიდი მასშტაბის მაღაზიებს არ ითვალისწინებს და ძირითადად პატარა მაღაზიებზე კონცენტრირდება.
„ჩვენ ვთვლით, რომ დიდ კომპანიებთან, რომელთაც დიდი ფორმატის მაღაზიები აქვთ ვართ პირდაპირ კონკურენციაში, ვინაიდან ჩვენი ფორმატი განსხვავებულია. ჩვენი ფორმატი გულისხმობს იმას, რომ თქვენ როდესაც გჭირდებათ ნებისმიერი სამშენებლო თუ სარემონტო მასალა არ უნდა გიწევდეთ თქვენი ლოკაციიდან, თქვენი სახლიდან შორს წასვლა და თქვენს სახლთან ახლოს კომფორტულად უნდა შეიძინოთ Grossmann-ში. ჩვენი ფორმატი არ ითვალისწინებს დიდი მასშტაბის, დიდი ფართობის მაღაზიების გაკეთებას - პირიქით, ბევრის და უფრო მომცრო ფართობის მქონე ობიექტებს ვარჩევთ. მთელი ხიბლი და ინტერესი რაც არის ჩადებული ამ კონცეფციაში არის ის, რომ ამ საცხოვრებელ კომპლექსებთან ახლოს ვართ, რათა მომხმარებელს მეტი კომფორტი შევუქმნათ“, - აცხადებს Grossmann-ის დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 20 - 24 ივლისი
20.07.2026.00:31
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 20 - 24 ივლისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
20 ივლისი | საგარეო ვაჭრობა (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | იმპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2026 წლის ივნისი)
23 ივლისი | საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (2026 წლის II კვარტალი)
24 ივლისი | ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებებისა (2024 წელი) და ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებლები (2025 წელი)
24 ივლისი | სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები (2025 წელი)
სებ-ის კალენდარი
20 ივლისი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020=100
20 ივლისი | საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი
24 ივლისი | საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკა