2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა, რაც ინვესტორთა ნდობასა და ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურ მოლოდინებზე მიანიშნებს
2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა და 271.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა, შემდეგ მოდის აშშ, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი და ა.შ.
გაერთიანებული სამეფო ლიდერობს ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ასევე ინვესტიციების მკვეთრი მატებაა იაპონიიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან.
I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, უძრავი ქონების, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.
2026 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, შემდეგ მოდის უძრავი ქონების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორები.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
14.07.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.