მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

ADB-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სექტემბრის 5.0%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა

news image

აზიის განვითარების ბანკის (ADB)-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სექტემბრის 5.0%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა. 

,,ზრდას ხელს უწყობს მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში ძლიერი მაჩვენებლები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მაღალ პროდუქტიულობას ასახავს, ასევე – კერძო მოხმარების მდგრადობა და უცხოელი ინვესტორების გაორმაგებული რეინვესტირება", - წერდა აზიის განვითარების ბანკი (ADB) სექტემბერში.

„მომატებულმა საგარეო რისკებმა, მათ შორის ომმა უკრაინაში და დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ აქტივობას, შეანელოს გლობალური აღდგენა და გაზარდოს ინფლაციური წნეხი. ამ კონტექსტში, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად საქართველოს სჭირდება რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის გაღრმავება და დაკავშირებადობის ჰაბის როლის გამყარება. ეს მოითხოვს ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მიმდინარე ინვესტიციების გაგრძელებას, რეგიონულ პარტნიორებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ვაჭრობის გაფართოებასა და კერძო სექტორის მხარდაჭერის გაზრდას“, - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. 

,,2026 წელს მშენებლობისა და წარმოების ზრდის ფონზე მოსალოდნელია მრეწველობის 2.4%-მდე გაზრდა, 2025 წლის 1.4%-თან შედარებით, ხოლო 2027 წელს 2.0%-მდე შემცირება. მომსახურების სექტორი კვლავ ზრდის მთავარ მამოძრავებლად დარჩება, თუმცა მოსალოდნელია მისი შენელება —2025 წლის 10.8%-დან 2026 წელს 7.5%-მდე და 2027 წელს 6.8%-მდე. სოფლის მეურნეობა 2026 წელს დასტაბილურდება და 2027 წელს 1.7%-იან ზრდას დაუბრუნდება, 2025 წელს 6.1%-იანი შემცირების შემდეგ. აღდგენას ხელს შეუწყობს სარწყავი სისტემებისა და პროდუქტიულობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესება", - აღნიშნულია ანგარიშში. 

აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის განახლებული ანგარიშის თანახმად, ადრეული სტაბილიზაციის სცენარის პირობებში, 2026 წელს 3.8% ინფლაციას ვარაუდობენ, რაც ოდნავ ჩამოუვარდება 2025 წლის 3.9%-ს, ხოლო 2027 წელს 3.3%-მდე შემცირდება. რადგან საქართველო კვლავაც მოწყვლადია გარე შოკების მიმართ, ტრადიციული მიწოდების ჯაჭვების გახანგრძლივებული შეფერხება და ნავთობზე ფასების გლობალური ზრდა ინფლაციურ რისკებს გააძლიერებს.

,,2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.0%-ზე ნაკლებ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა მოსალოდნელია მისი გაფართოება ექსპორტის ზრდის შენელების ფონზე. გლობალური გაურკვევლობის პირობებში, მომსახურების ექსპორტის ზრდა 2026 წელს 6.8%-მდე შემცირდება, თუმცა 2027 წელს 7.2%-მდე გაიზრდება, ტრანსპორტისა და ტურიზმის ხელშეწყობით. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ადრეული სტაბილიზაციის სცენარის ფარგლებში სტაბილურად შენარჩუნდება, თუმცა შესაძლოა შემცირდეს, თუ ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა გამწვავდება ან შეფერხებები გაგრძელდება.

საქართველო ისწრაფვის, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბი გლობალური ღირებულების ჯაჭვებისთვის. გლობალურ ღირებულების ჯაჭვებში მონაწილეობის გასაძლიერებლად, ქვეყანამ პრიორიტეტად უნდა აქციოს კოორდინირებული პოლიტიკით გადადგმული ნაბიჯები დარჩენილი ინფრასტრუქტურული და მარეგულირებელი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ლოგისტიკას გააჩნია ძლიერი პოტენციალი ინტეგრაციის მხარდასაჭერად - ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების, კლასტერული განვითარების ხელშეწყობისა და ინტეგრირებული ეკონომიკური ზონების შექმნის გზით. მრავალმხრივი ჩართულობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის შემცირებას. პარტნიორების მხრიდან ღია და პროგნოზირებადი პოლიტიკის პირობებში, საქართველოს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიული მდებარეობა და ინსტიტუციური სიძლიერე მიმწოდებელთა ქსელების გასაძლიერებლად და ღირებულების ჯაჭვში უფრო მაღალი პოზიციის დასაკავებლად", - წერს აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ი. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image I კვარტალში ქვეყანაში $10,5 მილიონის ღირებულების ყველის იმპორტი განხორციელდა

13.05.2026.19:00

2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 10 541.4 ათასი დოლარის ღირებულების ყველისა და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 1 981.2 ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი განახორციელა, ერთი წლით ადრე, ანუ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 673.4 ტონის. შესაბამისად იმპორტი 18%-ით არის გაზრდილი.

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველისა და ხაჭოს მთავარი იმპორტიორი თურქეთია.

TOP 5 ქვეყანა საიდანაც საქართველო ყველისა და ხაჭოს იმპორტს ახდენს:

  • თურქეთი - 388.3 ტონა;
  • გერმანია - 318.6 ტონა;
  • რუსეთი - 314.5 ტონა;
  • პოლონეთი - 272.4 ტონა;
  • ბელარუსი - 143.2 ტონა;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა