აგვისტოში გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,969.8 მლნ ლარი შეადგინა - ფინანსთა სამინისტრო
2025 წლის აგვისტოში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 1,969.8 მლნ ლარი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 0.8%-ით აღემატება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის ივლისში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 15.6 პროცენტით, ხოლო ხარჯები გაიზარდა 2.7 პროცენტით.
ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს, შეადგინა 134.7 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა -209.9 მლნ ლარით.
2025 წლის ივლისში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომლის პროცენტულმა კონტრიბუციამ მთლიან ზრდაში შეადგინა 4.8%.
სხვა სიახლეები
რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა - ირაკლი ნადარეიშვილი
12.10.2026.16:11
„ქართული ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემა გამოირჩევა თავისი მდგრადობით და მიმზიდველობით, მათ შორის რეგიონის ჭრილში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მის ფარგლებში ბოლო დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მთავრობა ძალიან აქტიურად ახორციელებს როგორც პოლიტიკის, ასევე პრაქტიკულ ნაწილში სტარტაპების მხარდაჭერას, ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას, გლობალური ტექ კომპანიების მოზიდვას და სხვა.
„ყველა ის ღონისძიება, ყველა ის ინიციატივა, რომელიც დაკავშირებული იყო სტარტაპის სტატუსის შემოღებასთან, მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები, საგრანტო პროგრამები, რომელთაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებს, ასევე ჩვენს ქვეყანაში შემოსული უმსხვილესი აქსელერატორები და ვენჩურული კაპიტალი განაპირობებს იმას, რომ რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, შედეგად, დღეს სახეზეა ტალანტის და სტარტაპების ძალიან პოზიტიური მიგრაცია რეგიონიდან საქართველოში.
„საქართველოდან რეალურად მათ ძალიან ეფექტურად ეხსნებათ წვდომა დასავლურ კაპიტალზე, საერთაშორისო ქსელებზე, მომხმარებლებზე და ასე შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.