ახლადგაშენებული სამეწარმეო ვენახების მფლობელებმა რეგისტრაცია 1-ელ მაისამდე უნდა გაიარონ
„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები. ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის 1 მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1 მაისამდე შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებს და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1 მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.
აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ვენახის გაშენებას სამეწარმეო საქმიანობისთვის გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.
ცვლილებები წარმოადგენს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმის ნაწილს და მიზნად ისახავს ვენახების გაშენების პროცესის რეგულირებას. ვენახის ყველა პარამეტრი უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი მოსავლის მიღებასა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 მაისამდე შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ვენახის გაშენებაზე თანხმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასა და პროცედურებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
I კვარტალში ქვეყანაში $10,5 მილიონის ღირებულების ყველის იმპორტი განხორციელდა
13.05.2026.19:00
2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 10 541.4 ათასი დოლარის ღირებულების ყველისა და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 1 981.2 ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი განახორციელა, ერთი წლით ადრე, ანუ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 673.4 ტონის. შესაბამისად იმპორტი 18%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველისა და ხაჭოს მთავარი იმპორტიორი თურქეთია.
TOP 5 ქვეყანა საიდანაც საქართველო ყველისა და ხაჭოს იმპორტს ახდენს: