მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

აშშ-დან იმპორტი 40%-იან ზრდას აჩვენებს

news image


აშშ-დან იმპორტი 40%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ აშშ-დან 1 553 114.2 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი აშშ-დან იმპორტი 1 113 102.7 ათასი დოლარის დონეზე იყო. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, აშშ-დან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია, რაზედაც აშშ-დან იმპორტის 78%-ი მოდის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 1 206 622.0 ათასი დოლარი;
  • სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული - 167 613.2 ათასი დოლარი;
  • ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა - 30 715.5 ათასი დოლარი;
  • ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან​ - 30 569.8 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 19 646.3 ათასი დოლარი;

რაც შეეხება აშშ-ში ექსპორტს, აქ 46%-იანი კლებაა. 2025 წლის 7 თვეში საქართველოს აშშ-ს ბაზარზე 46 943.4 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 87 207.1 ათასი დოლარის. საქართველოდან აშშ-ში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 10 523.3 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 7 954.8 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 7 358.6 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 3 411.1 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 3 354.1 ათასი დოლარი;
  •  
news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

14.05.2026.19:43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გამართული პანელის Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.

„ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის,  არამედ რეგიონისთვის. 1300 მგვტ-ის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება ერთმანეთის გასაძლიერებლად, დასაკავშირებლად და სავაჭრო ურთიერთობებში მხარდასაჭერად. ენერგეტიკული სექტორი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ძალების გასაერთიანებლად, უფრო ფართო დარგებისა და ეკონომიკების კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის  ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, კაბელის მშენებლობა უნდა დაიწყოს მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, პროექტის გაშვება კი დაგეგმილია 2031-2032 წლებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის  შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი  შესანიშნავად ერწყმის „მწვანე ენერგიის დერეფანს," რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტია და რეგიონის ფარგლებს სცდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა