„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ჰოლივუდიდან მოწვეული ტრენერები თბილისში 5-დღიან ინტენსიურ ტრენინგს მართავენ
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, კინოინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლების კომპეტენციის ამაღლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ჰოლივუდიდან მოწვეული ტრენერები თბილისში 5-დღიან ინტენსიურ ტრენინგსა და მასტერკლასს მართავენ.
ტრენინგებს ლოკაციის სკაუტი და მენეჯერი ბექი ბრეიქი და პროდიუსერი ჯანეტ მილო გამართავენ, რომელსაც პროდიუსინგში 20-წლიანი გამოცდილება აქვს.
„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, აღნიშნული ტრენინგის ჩატარება კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში დაინერგა და მათ საჭიროებებზეა მორგებული.
„ჰოლივუდის გამოცდილი წარმომადგენლების ტრენინგი „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში იმართება. ორივე ტრენერი კინოინდუსტრიაში საკმაოდ ცნობილი პროფესიონალია და ჰოლივუდის წამყვან, მსხვილ სტუდიებთან მუშაობის მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ. აღნიშნული ტრენინგი ხელს შეუწყობს ქართველი კინომწარმოებლების კვალიფიკაციის ამაღლებას და საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი პროექტი მოვიზიდოთ და განვახორციელოთ საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.
5-დღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან არა მხოლოდ ფილმისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვის ინსტრუმენტებსა და მეთოდებს, არამედ საინტერესო ლოკაციების შერჩევის მნიშვნელობასა და ხერხებს.
საქართველოში ჰოლივუდელი ტრენერების მასტერკლასების პარტნიორია თბილისი მერია, მხარდამჭერი სასტუმრო „რუმს ჰოტელი“.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
14.08.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0233 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6171 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0233 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0191 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.