ბანანის იმპორტი 83%-ითაა გაზრდილი - სად ყიდულობს საქართველო ბანანს
2024 წლის იანვარში საქართველომ 4,244.91 ბანანი იყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის იანვართან შედარებით ქვეყანაში ბანანის იმპორტი 83%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ 3,598.69 ათასი დოლარის ღირებულების 4,244.91 ტონა ბანანი იყიდა, 2023 წლის იანვარში კი 2,322.01 ტონა, რაშიც 1,971.61 ათასი დოლარი გადაიხადა.
ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანაში ბანანის იმპორტი მზარდია და წლიურ ჭრილში მისმა იმპორტმა მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია. ზრდამ 2022 წლის მაჩვენებლებთან 8%-ი შეადგინა.
იანვარში საქართველოდან ბანანის იმპორტი სულ 4 ბაზრიდან დაფიქსირდა, თუმცა ერთმნიშვნელოვანი ლიდერი მაინც ეკვადორია, რომელზედაც ბანანის იმპორტის თითქმის 100%-ი მოდის.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავამ კომერციულ ბანკებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
22.05.2026.18:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა 20-მდე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, რომელიც საბანკო ასოციაციამ ბანკებთან კონსულტაციის შედეგად მოამზადა. მათ შორის საუბარი შეეხო საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.
ნათია თურნავას განცხადებით, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრების ჩატარება ხელს უწყობს სებ-სა და ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინირებასა და არსებულ გამოწვევებზე სწრაფ რეაგირებას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მომხმარებელზე.
საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას კომერციულ ბანკებთან ერთად, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ასევე ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.