მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

„ბაზისბანკისა" და „ლიბერთი ბანკის" გაერთიანება ქმნის რეალურ შესაძლებლობას, საბანკო სისტემაში გაჩნდეს მესამე შედარებით მსხვილი სისტემური ბანკი - სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი

news image

ეს ტრანზაქცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი აქტიური განვითარების ფაზაშია და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ ერონული ბანკის აღმარულებელმა დირექტორმა ბექა დოჭვირმა აქციების ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალზე განახადა.

მისი თქმით, აღნიშნული გარიგება საქართველოს საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც თავისი მასშტაბით, ისე შინაარსით.

აღსანიშნავია ამ გარიგების მნიშვნელობა საერთაშორისო ინვესტიციების კონტექსტში,კერძოდ ჩინური კაპიტალის მიმართულებით. ნიშანდობლივია, რომ საფინანსო სექტორი უკვე წლებია ლიდერობს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ესტრანზაქცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი აქტიური განვითარების ფაზაშია და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

როგორც მან აღნიშნა საფინანსო სექტორისთვის ასეთი მსხვილი ტრანზაქციის განხორციელება მეტად საპასუხისმგებლო მოვლენაა და მოითხოვდა ეროვნულ ბანკთან  მჭიდრო თანამშრომლობას.

„საფინანსო სექტორისთვის ასეთი მსხვილი ტრანზაქციის განხორციელება მეტად საპასუხისმგებლო მოვლენაა და მოითხოვს რეგულატორთან მჭიდრო თანამშრომლობასროგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, ასევე სექტორში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების კუთხითშესაბამისად, ამ პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი  აქტიურად თანამშრომლობდა ორივე ბანკთან",  - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

აღნიშნული ტრანზაქციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საბაზრო კონკურენციის გაძლიერება. 

ბაზისბანკისა და ლიბერთი ბანკის გაერთიანება ქმნის რეალურ შესაძლებლობას, საბანკო სისტემაში გაჩნდეს მესამე შედარებით მსხვილი სისტემური ბანკი,  რომელიც რესურსების ოპტიმიზაციის, და მასშტაბის ეკონომიის შედეგად ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება მომხმარებელთა კეთილდღეობაზეც.საბოლოოდ, ბაზისბანკისმიერ ლიბერთი ბანკისშეძენა არ არის მხოლოდ კომპანიების გაერთიანება ეს არის ნაბიჯი უფრო კონკურენტული, მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საბანკო სისტემისკენ",  - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image I კვარტალში ქვეყანაში $10,5 მილიონის ღირებულების ყველის იმპორტი განხორციელდა

13.05.2026.19:00

2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 10 541.4 ათასი დოლარის ღირებულების ყველისა და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 1 981.2 ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი განახორციელა, ერთი წლით ადრე, ანუ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 673.4 ტონის. შესაბამისად იმპორტი 18%-ით არის გაზრდილი.

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველისა და ხაჭოს მთავარი იმპორტიორი თურქეთია.

TOP 5 ქვეყანა საიდანაც საქართველო ყველისა და ხაჭოს იმპორტს ახდენს:

  • თურქეთი - 388.3 ტონა;
  • გერმანია - 318.6 ტონა;
  • რუსეთი - 314.5 ტონა;
  • პოლონეთი - 272.4 ტონა;
  • ბელარუსი - 143.2 ტონა;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა