მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფი ჩინეთის ციფრული ეკონომიკა და მისი გამოცდილება ჭკვიანი ქალაქების, 5G-ისა და AI-ის მიმართულებით საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას შეუწყობს ხელს - ელჩი

news image
mbc image

 ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებელს ხდის, რომ ღვინო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფებით შევიდეს, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი. ელჩმა ინტერვიუში ის სექტორებიც დაასახელა, სადაც საქართველოსა და ჩინეთს თანამშრომლობის ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. 

„ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთშევსებადობის გათვალისწინებით, ჩინეთი მიიჩნევს, რომ თანამშრომლობის შედარებით დიდი პოტენციალი შემდეგ სფეროებშია:

პირველი, სუფთა ენერგია და მწვანე განვითარება. საქართველო ხასიათდება მთიანი რელიეფითა და მდინარეების სიმრავლით, ერთეულ ფართობზე ჰიდროენერგეტიკული რესურსებით ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში, იგი ასევე მდიდარია ქარისა და მზის ენერგორესურსებით, თუმცა ელექტროენერგიის ფასი შედარებით მაღალია. ჩინეთის სუფთა ენერგიის ინდუსტრია გლობალური ლიდერია, იგი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჰიდროელექტროსადგურების, ფოტოელექტრული და ქარის ენერგიის დამონტაჟებული სიმძლავრით, სრულყოფილი სამრეწველო ჯაჭვითა და ხარჯების უპირატესობით. „ორმაგი ნახშირბადის“ მიზნის ფარგლებში, ორ მხარეს შორის თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ახალი ენერგია, ენერგიის რეზერვი და ელექტროქსელის გაძლიერება.

მეორე,  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობა და საკვების გადამუშავება. ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებელს ხდის, რომ ღვინო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფებით შევიდეს. ღვინის ინდუსტრია საქართველოს საყრდენი ინდუსტრიაა, ჩინეთი კი უკვე მისი სიდიდით მეოთხე საექსპორტო ბაზარია. ქართული მინერალური წყალი ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე გაყიდვების მხრივ საკმაოდ წარმატებულია. გარდა ამისა, 2025 წელს ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა პროტოკოლს ჩინეთში ექსპორტირებული ქართული თაფლისა და ფრინველის ხორცის შემოწმებისა და კარანტინის შესახებ, რაც მალე შესაძლებელს გახდის ჩინეთში ექსპორტს. საქართველოს უხვი სასოფლო-სამეურნეო რესურსი აქვს, ჩინეთს კი - მსოფლიოში წამყვანი დარგვისა და კულტივირების ტექნოლოგიები. ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ მემცენარეობის, მეცხოველეობისა და მეთევზეობის სფეროებში ურთიერთგაცვლა და ღირებულებათა ჯაჭვის მხრივ თანამშრომლობის გაღრმავება.

მესამე, ინფრასტრუქტურის განახლება და ლოგისტიკური თანამშრომლობა. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, იგი აქტიურად მონაწილეობს „შუა დერეფნის“ მშენებლობაში და ხელს უწყობს მის თავსებადობას „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასთან, ახორციელებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებს, როგორიცაა მაგისტრალები, რკინიგზა, პორტები და აეროპორტები. ჩინურმა კომპანიებმა წარმოაჩინეს საკუთარი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები ტექნოლოგიების, დანახარჯებისა და ეფექტურობის მხრივ აშკარა უპირატესობებით. მათ წარმატებული გამოცდილება აქვთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში, E60 ავტომაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის გზის გაუმჯობესებაში. საქართველოს მიერ საკუთარი თავის ევრაზიის ლოგისტიკურ ცენტრად დამკვიდრებასთან ერთად, ინფრასტრუქტურული კავშირი გრძელვადიან პრიორიტეტად რჩება, რაც ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისთვის უფრო ფართო სივრცეს ქმნის.

მეოთხე, ციფრული ეკონომიკა და ხელოვნური ინტელექტი. საქართველო ისწრაფვის, გახდეს „ევრაზიის ციფრული ცენტრი“. ჩინეთის ციფრული ეკონომიკა მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მისი ტექნოლოგიები და გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჭკვიანი ქალაქები, 5G და ხელოვნური ინტელექტი, ხელს შეუწყობს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ორი ქვეყნის შესაბამისმა ორგანოებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს ციფრულ ეკონომიკაში საინვესტიციო თანამშრომლობისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც ორ ქვეყანას შორის შესაბამის  სფეროებში თანამშრომლობისთვის ინსტიტუციურ გარანტიებს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჩინეთმა გამოთქვა ინიციატივა გაეროს ფარგლებში საერთაშორისო მეგობრობის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც კონცენტრირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარებაზე და მიესალმება საქართველოს, უახლოეს მომავალში შეუერთდეს მას“, - აღნიშნა ელჩმა. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი

15.09.2026.23:39

„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი". 

მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ  წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.

„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი  დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა