ჩინეთში გაიმართება მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები, გვექნება შესაძლებლობა, ხელი მოვაწეროთ არაერთ უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, რომელიც ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადაიყვანს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ და ხალხთაშორის ურთიერთობებს - მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები, მათშორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, შანჰაის მერთან, ამავდროულად გვექნება შესაძლებლობა, ხელი მოვაწეროთ არაერთ უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის.
„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენ გვექნება უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ჩინეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, შანჰაის მერთან. ამავდროულად გვექნება შესაძლებლობა, ხელი მოვაწეროთ არაერთ უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, რომელიც ცალსახად ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადაიყვანს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთა შორის ურთიერთობებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის, მათ შორის ერთ-ერთი მემორანდუმიც ამყარებს აღნიშნულ თანამშრომლობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მემორანდუმებით, ისევე როგორც იმ შეხვედრებით, რომლებიც ამ ვიზიტის ფარგლებში გვექნება, უახლოეს მომავალში ხელშესახებ შედეგებს ვნახავთ, რაც გააუმჯობესებს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვას, გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი მეწარმეები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჩინეთში, მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, სადაც საქართველო პირველად წარდგება, როგორც საპატიო სტუმარი. მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაამყარონ ურთიერთობები უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
საქართველო თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 167%-იან ზრდას აჩვენებს
11.05.2026.19:00
საქართველო თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 167%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით. 2026 წლის პირველ კვარტალში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 18 740.0 ათასი დოლარი შეადგინა, 2025 წლის სამ თვეში კი 7 027.7 ათასი დოლარი.
მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქმენეთში ექსპორტმა 7 702.6 ათასი დოლარის შეადგინა, ერთი წლით ადრე კი 2 470.2 ათასი დოლარი. ზრდა 212 პროცენტის დონეზეა.
რაც შეეხება იმპორტს ზრდა 142%-ია. 2026 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ თურქმენეთიდან 11 037.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 557.5 ათასი დოლარი.