დღეს „ინტერრაოსთან“ გაფორმდა მორიგების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მინიმალური, შეიძლება ითქვას ნულოვანი ეფექტი ექნება გადაწყვეტილების აღსრულებას საქართველოს ეკონომიკაზე - ლევან ჟორჟოლიანი
საჯარო განცხადებებში ანტირუსულმა, მაგრამ ქმედებებით ალბათ ყველაზე რუსულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ, გადასცა სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსულ მხარეს, რუსულ კომპანიას და ასევე დააკისრა თავისივე გადაწყვეტილებით, გაზრდილი ტარიფის გადახდა საკუთარ მოსახლეობას, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ხელისუფლებამ თქვა უარი, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სააკაშვილმა გაყიდა ყველა სტრატეგიული ენერგოობიექტი, მათ შორის „ინტერრაოზე“ მოხდა ხრამჰესების გადაცემა.
„ასევე მათ მიმართ გამოიცა მთავრობის განკარგულება, სადაც მთავრობა შეჰპირდა რუსულ მხარეს, რომ გაზრდილი ელექტროენერგიის გადასახადით დააკომპენსირებდა მათ მიერ გადახდილ თანხებს და რასაკვირველია, ეს ტვირთად დააწვებოდა საქართველოს მოსახლეობას - გაეზრდებოდა ელექტროენერგიის გადასახადი. ამაზე უარი თქვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. პირველი იმიტომ, რომ მთავრობას საერთოდ არ აქვს კომპეტენცია, დაადგინოს ასეთი ტარიფი, ეს არის სემეკის დასადგენი. სემეკმა დაადგინა ტარიფი, რომელიც იყო სამართლიანი და არ მოდიოდა თანხვედრაში რუსული მხარის ინტერესებთან, რის გამოც საქმე წავიდა არბიტრაჟში.
იუსტიციის სამინისტროს ძალიან აქტიურმა ჩართულობამ და ბრძოლამ გამოიღო შედეგი, რომ დღეს „ინტერრაოსთან“ გაფორმდა მორიგების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მინიმალური, შეიძლება ითქვას ნულოვანი ეფექტი ექნება გადაწყვეტილების აღსრულებას საქართველოს ეკონომიკაზე. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, აქ ცალსახაა, რომ საჯარო განცხადებებში ანტირუსულმა, მაგრამ ქმედებებით ალბათ ყველაზე რუსულმა ხელისუფლებამ, გადასცა სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსულ მხარეს, რუსულ კომპანიას და თავისივე გადაწყვეტილებით, გაზრდილი ტარიფის გადახდა დააკისრა საკუთარ მოსახლეობას, რაზეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თქვა უარი“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
16.10.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9274 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9274 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.