მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.5
0.0347
flag
AZN 1.5375
-0.0004
flag
CNY 38.79
0.0026
flag
EUR 3.0349
0.0084
flag
GBP 3.5454
0.008
flag
KZT 56.61
-0.0003
flag
TRY 0.0545
-0.0001
flag
USD 2.6138
-0.0007
news banner

ჩვენი მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკული სექტორის განვითარების ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ათწლიანი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანი მკაფიოა - 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი გახდეს სრულიად თვითკმარი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების შესაძლებლობები და ამ მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზრდება და დაახლოებით 11500 მეგავატს მიაღწევს. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის პოტენციალი, ხოლო იმპორტი ნულამდე შემცირდება. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს ტრანსფორმაცია შესაძლებელია ახალი გენერაციის ობიექტების, ასევე გადამცემ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციების მეშვეობით, მათ შორის ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირებით.

„მსურს, ხაზი გავუსვა ორ რეგიონულ ფლაგმანურ პროექტს: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს 1300 მეგავატიანი წყალქვეშა გადამცემი ხაზით, რაც ევროპაში სუფთა ელექტროენერგიის ექსპორტს გახდის შესაძლებელს. პარალელურად, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, ჩვენ ვავითარებთ მწვანე ენერგიის დერეფანს, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან ელექტროენერგიის ინტერკონექტორს და მწვანე წყალბადის კომპონენტს. ეს პროექტები არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა და წარმოადგენს დივერსიფიკაციის, დეკარბონიზაციისა და გრძელვადიანი მდგრადობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განახლებადი ენერგია საქართველოს სტრატეგიის ქვაკუთხედია, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში იგეგმება 6700 მეგავატზე მეტი განახლებადი სიმძლავრის დამატება, რაც მოიცავს ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიას. მინისტრის შეფასებით, სტრატეგიული ჰიდროენერგეტიკული პროექტები გადამწყვეტ როლს შეასრულებს არა მხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, არამედ სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ცვალებადი განახლებადი ენერგიების ინტეგრაციაში.

„ჩვენ ასევე ვატარებთ მნიშვნელოვან რეფორმებს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. პარალელურად, აქტიურად ვნერგავთ ინოვაციებს. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, წინ მივიწევთ ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებისა და წყალბადის გადაწყვეტების მიმართულებით, ასევე ვახდენთ ჭკვიანი და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას ჩვენს ენერგოსისტემაში. სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის როლს მსგავსი მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტების განვითარებისას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და თამარ იოსელიანმა, ასევე საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

19.08.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0349 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6138 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6138 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6145 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0349 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0265 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0084 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა