მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.2
-0.0043
flag
AZN 1.5743
-0.0007
flag
CNY 39.316
-0.0052
flag
EUR 3.1079
-0.0067
flag
GBP 3.5848
0.0089
flag
KZT 56.82
-0.0041
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6758
-0.0016
news banner

ჩვენი საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 3.7%-ია - ლაშა ქავთარაძე

news image

Galt & Taggart-ის პროგნოზით შემდგომ თვეებში ინფლაცია შესაძლოა 4%-ზე მაღალი იყოს,  თუმცა წლის ბლოსთვის ქვემოთ წამოვა და 2026 წლისთვის 3%-თან ახლოს იქნება. აღნიშნულის შესახებ განცხადება რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძემ გააკეთა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ინფლაციაზე გავლენას ახდენს ადგილობრივად წარმოებული საქონლი ფასების ცვლილება.

„წლის დასაწყისიდან ჩვენი საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 3.7%-ია. ჩვენ პირველ კვარტალში უფრო დაბალი ინფლაცია გვქონდა, 3%-ზე დაბალი იყო. მეორე კვარტალში ინფლაცია დაუახლოვდა 4%-ს.

ჩვენი პროგნოზი არის, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია შესაძლოა 4%-ზე მაღალი იყოს. დაახლოებით, 4.5-ის ფარგლებში ჩამოყალიბდეს, თუმცა წლის ბლოსთვის ისევ  ქვემოთ წამოსვლას და 2026 წლისთვის 3%-თან ახლოს იქნება. მიმდინარე წელს ინფლაციაზე რაც გავლენას ახდენს ეს არის ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და ფასების ცვლილება შერეულ საქონელთან ერთად, მაშინ როცა იმპორტირებული ფასების ცვლილება არის უარყოფითი, ანუ დეფლაცია გვაქვს იმპორტირებული საქონლის კუთხით და აქ დომინანტური პოზიცია აქვს ისევ ნავთობპროდუქტებს და დიზელს. როდესაც კონფლიქტი დაიწყო ისრაელ-ირანს  შორის ვხედავდით, რომ ნავთობის ფასებს მყისიერი რეაქცია ჰქონდა, მნიშვნელოვანი მატება იყო. 10$ -ით გაიზარდა ბარელზე და მაშინ მოლოდინები გაჩნდა, რომ ეს ინფლაციურ წნეხს შექმნიდა. რა თქმა უნდა ეს ჩვენთანაც გადმოეცემოდა. გათვლები გვქონდა, რომ თუ დოლარის ფასი 90$-ზე ზემოთ შენარჩუნდებოდა, ან 90$-ის ფარგლებშიც, რომ ყოფილიყო ამის გავლენა ჩვენს მთლიან წლიურ ინფლაციაზე 0.5-0.7 % იქნებოდა და ეს დააჩქარებდა ინფლაციას. კონფლიქტი სწრაფად მოგვარდა. შესაბამისად, ისევ დაუბრუნდა ძველ ნიშნულს. ჩვენ პროგნოზისთვის არ გადაგვიხედია, მოკლე მონაკვეთში ვერ გადავხედავდით. ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ დავაკვირდეთ როგორი ტენდენციებით წარიმართება. მოცემულობა რაც დღეს გვაქვს თუ შენარჩუნებული იქნება, ჩვენი პროგნოზი რაც არის ინფლაციასთან დაკავშირებით 3.7%, ეს საკმაოდ  რეალისტურია. ამ ფონზე კი ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით l თამარ იოსელიანი

19.05.2026.20:11

ბაქოსთან ყოველდღიური სარკინიგზო კავშირის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენმა მოსახლეობამ სერვისით სრულფასოვნად ისარგებლოს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთლიანად რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, ბაქოსა და თბილისს შორის 6 წლიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.

„გუშინ ნამდვილად ისტორიული დღე გვქონდა - უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს და შესაბამისად, ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა იმოგზაურონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მატარებლებით. ყოველდღიურად ბაქო-თბილისის მიმართულებით შესრულდება რეისები, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა