ჩვენს მიმართ ნდობა გაუმჯობესდება - საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი
საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა იზრდება, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საპენსიო ფონდის მიმართ ნდობას შეეხებოდა.
„ზოგადად, საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმაა, თუმცა არის სავალდებულო ყველა ადამიანისთვის. თავიდან კანონი განსაზღვრავდა, რომ ამ პროექტის გაშვების დროს 40 წელს და მეტის მქონე ადამიანებს ჰქონდათ საშუალება, რომ გასულიყვნენ. ზოგადად, თავიდან ჩემი აზრით, დაკვირვებითაც ასეთი ნდობა განსაკუთრებული არ იყო ვინაიდან, ეს არის ახალი ორგანიზაცია და ამას ახლაც ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად გავზარდოთ ჩვენი ფონდის მიმართ ადამიანების ნდობა. ამაში გვეხმარება ის ფაქტი, რომ დღეისათვის დაახლოებით 20 000 ადამიანს აქვს უკვე საპენსიო დანაზოგი გატანილი. თავიდან ეს ნდობა, რომ ადამიანებს მართლა თავიანთი იყო ეს ფული და შეეძლოთ, რომ გაეტანათ ფონდიდან - არ არსებობდა და უფრო თეორიული ციფრები იყო. ახლა რაც უფრო გაიზრდება ასეთი ადამიანების რაოდენობა, ვინც გაიტანენ, ისარგებლებენ და ნახავენ, რომ აქტივები, რომელიც ინახებოდა და ნამდვილად ისარგებლეს ჩვენი აზრით ბრენდინგიც გაუმჯობესდება და ჩვენს მიმართ ნდობაც გაუმჯობესდება“, - ამბობს ანა ნაჭყებია.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
14.07.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.