EBRD-მა 2025 წელს რეკორდული €16.8 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა 2025 წელს რეკორდული €16.8 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას EBRD-ი საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
წლის განმავლობაში ბანკმა 640 პროექტი დააფინანსა, რომელთაგან ინვესტიციების 75% კერძო სექტორზე მოდიოდა, რაც კერძო სექტორში €12.7 მილიარდის ინვესტიციას უტოლდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, ბანკმა ასევე რეკორდული €16.6 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა თავის ოპერირების ეკონომიკებში, მათ შორის რეკორდული წილით კერძო სექტორში, მწვანე პროექტებში და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებში.
გლობალური დაძაბულობისა და ოპერირების რეგიონებში არსებული ინფლაციური ზეწოლის მიუხედავად, ბანკმა განაგრძო თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების შესრულება და ჯამური ინვესტიციების 56% ანუ €9.4 მილიარდი მიმართა იმ პროექტებზე, რომლებიც მისი ინვესტირების ეკონომიკებში მწვანე ტრანზიციის მხარდაჭერას ემსახურებოდა.
პროექტების 47% ხელს უწყობდა ქალებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას EBRD-ის ოპერირების რეგიონებში.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
16.10.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9274 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9274 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.