საქართველოში TAV Airports-ის 20 წლიანი მოღვაწეობა, არის საქართველოს მთავრობასა და კერძო პარტნიორს შორის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი - თამარ იოსელიანი
ტავ ჯორჯია საქართველოში საქმანობის 20 წელს აღნიშნავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, ავიაციისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობა დაესწრო. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თამარ იოსელიანის განცხადებით, TAV Airports-ის საქართველოში 20 წლიანი მოღვაწეობა საქართველოს მთავრობასა და კერძო პარტნიორს შორის წარმატებული საქმიანობის ნათელი მაგალითია.
,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნის საავიაციო სექტორისთვის. ჩვენ აღვნიშნავთ TAV Airports-ის საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილეს. ეს არის ნამდვილად, საქართველოს მთავრობასა და კერძო პარტნიორს შორის წარმატებული საქმიანობის ნათელი მაგალითი. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად გავიარეთ ბევრი სირთულე ჩვენი აეროპორტების განვითარების გზაზე.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში TAV Airports-მა მოღვაწეობა დაიწყო იმ დროს, როცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი სულ რაღაც 550 ათასამდე მგზავრი იყო. ახლა კი გავიზარდეთ და წლიურად ვემსახურებით 5 მილიონზე მეტ მგზავრს,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მისივე თქმით, 2025 წლის იანვარ–აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა ჯამურად 5.6 მილიონ მგზავრს მოემსახურეს, რაც სექტორის უპრეცედენტო განვითარებას უსვამს ხაზს.
ტავ ჯორჯია - TAV Airports-ის პირველი საერთაშორისო პროექტი იყო, რომელიც თურქეთის საზღვრებს გარეთ განხორციელდა. TAV Georgia აღნიშნავს, რომ კომპანია მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
14.07.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.