მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

გურამ გურამიშვილი: შუა დერეფნის მიმართ სულ უფრო მზარდია ინტერესი, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს მარშრუტის შემდგომი გაფართოებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვისათვის

news image

„შუა დერეფნის მიმართ სულ უფრო მზარდია ინტერესი, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს მარშრუტის შემდგომი გაფართოებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვისათვის. გარდა სატრანზიტო ფუნქციისა, აღნიშნულ დერეფანს უაღრესად დიდი დატვირთვა გააჩნია დერეფნის გასწვრივ ეკონომიკური აქტივობის  და რეგიონის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის გაზრდის თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მსოფლიო ბანკის კვლევის „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად" განხილვაზე, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების, ასევე ბიზნეს გაერთიანებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

გურამ გურამიშვილი გამოეხმაურა კვლევას, რომლის თანახმადაც 2030 წლისთვის შესაძლებელია  შუა დერეფანში ტვირთნაკადების გასამმაგება 11 მილიონ ტონამდე. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა კოორდინირებულად მოქმედება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. „2022 წელს ხელი მოეწერა შუა დერეფნის განვითარების შესახებ საგზაო რუკას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს 2027 წლამდე პერიოდისთვის როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე პროცესების ოპტიმიზაციის, დერეფნის გაციფროვნების, მიმზიდველი სატარიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიმართულებით. ამასთან, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ შეიქმნა  ერთობლივი საწარმო – Middle Corridor Multimodal, რომელიც ასევე შეუწყობს ხელს კოორდინაციის გაუმჯობესებას და ტვირთნაკადების მოზიდვას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებას და შუა დერეფნის მიმზიდველობის გაზრდას. როგორც გურამ გურამიშვილის აღნიშნა, 2024 წელს იგეგმება რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება. ასევე მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისპროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი.

 

„შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კასპიისა და შავ ზღვებზე შეუფერხებელი მიმოსვლა. დღეისათვის საქართველოს აქვს პირდაპირი საბორნე კავშირი ბულგარეთის და რუმინეთის ნავსადგურებთან, თუმცა ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს აღნიშნული  სატრანსპორტო კავშირები და სიხშირეები. ასევე მიმდინარეობს საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვა, რომელიც  2024 წლიდან უკვე ამოქმედდა საპილოტე რეჟიმში. სისტემის მიზანია ნავსადგურებში გემების გაფორმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაცია და გამარტივება, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ნავსადგურების გავლით სატვირთო გადაზიდვების სისწრაფესა და მიმზიდველობას. პარალელურად მიმდინარეობს „ნავსადგურების გაერთიანების სისტემის" დანერგვაც," - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

 

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ როგორც მსოფლიო ბანკთან, ისე სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პოტენციალის რეალიზების კუთხით. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ნათია თურნავამ კომერციულ ბანკებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

22.05.2026.18:13

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული. 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა 20-მდე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, რომელიც საბანკო ასოციაციამ ბანკებთან კონსულტაციის შედეგად მოამზადა. მათ შორის საუბარი შეეხო საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს. 

ნათია თურნავას განცხადებით, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრების ჩატარება ხელს უწყობს სებ-სა და ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინირებასა და არსებულ გამოწვევებზე სწრაფ რეაგირებას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მომხმარებელზე. 

საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას კომერციულ ბანკებთან ერთად, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ასევე ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა