იანვარ-ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა ადასტურებს, რომ საქართველოში იზრდება საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება - ვახტანგ ცინცაძე
„წელს იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 8.9%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა - მისი ოდენობა 3,8 მლრდ აშშ. დოლარს აჭარბებს. ასევე, რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი. აღნიშნული კიდევ ერთი გამოვლინებაა იმის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტენდენცია გრძელდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
2025 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით გაიზარდა და 14.2 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობაა.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური აქტივობა საბოლოოდ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში და რაც მნიშვნელოვანია, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში აისახება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რამდენიმე ძირითად ფაქტორს ასახელებს, რის გამოც საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები ნარჩუნდება. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, პირველ რიგში, აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოში იზრდება იმ პროდუქციის წარმოება, რომელიც კონკურენტუნარიანია არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე.
„რა თქმა უნდა, ექსპორტის კუთხით დაფიქსირებულ ტენდენციებს ხელს მნიშვნელოვნად უწყობს ერთი მხრივ, როგორც საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, მეორე მხრივ ის მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისკენ და საექსპორტო ბაზრების ათვისებისკენაა მიმართული. ამ კუთხით ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა: ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
14.07.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.