იანვარ-ივნისში ჩაის ექსპორტიდან ქვეყანამ 1,6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ექსპორტზე 1 641.5 ათასი დოლარის ღირებულების 758.9 ტონა ჩაი გაიტანა. 2024 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი 750.1 ტონას შეადგენდა. შესაბამისად ზრდა 1%-ია. საქართველოდან ექსპორტირებული ჩაისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია.
TOP ქვეყანა, სადაც საქართველო ჩაის ყიდის:
აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან ჩაის ექსპორტმა რეკორდი 2021 წელს დაამყარა, როდესაც საზღვარგარეთ 2 440.0 ტონა ჩაი გადაიზიდა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
08.06.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0683 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6625 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6625 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6638 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0683 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1012 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0329 ლარი შეადგინა.