მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

იანვარში დეკემბერთან შედარებით ხელფასის ზრდაზე მოლოდინები გაიზარდა - სებ

news image
mbc image

სებ-მა ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ბიზნესის შეფასებები არის გათვალისწინებული. 

„მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის 2026 წლის იანვრის თვის შედეგები:

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, 2026 წლის იანვარში 2025 წლის დეკემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 4%-6% ინტერვალში ვარაუდობენ გაზრდილია. თუმცა, იანვარში დეკემბერთან შედარებით შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6-8%-ის ფარგლებში მოიაზრებენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის დეკემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, იმ მონაწილეთა რაოდენობა,
რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ფიქრობენ გაიზარდა. მეორე მხრივ, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 2-4%-ისა და 4-6%-ის ფარგლებში ელოდებიან. ასევე, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმ რესპონდენტთა ხვედრითი წილი, რომლებიც ფასების ზრდას უფრო დაბალ დიაპაზონში, 0-2%-ის, ფარგლებში მოიაზრებენ.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, მცირედით ზრდის მიმართულებით გადაიხედა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად, 6-
8%-ისა და 0%-2%ის დიაპაზონში მოიაზრებენ. ამავდროულად, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების უცვლელობას ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე გაზრდილია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10-20%-
ის ინტერვალსა და 30%-ზე მეტად ელოდებიან გაზრდილია. ამავდროულად, მნიშვნელოვნად შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ის დიაპაზონში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, იანვარში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) წინა თვესთან შედარებით გაზრდილია“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

04.09.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0364 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6180 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0364 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა